|
აპრილის თვეში შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა:
-
ქსენოფობიურ ნარატივებს შორის გვხვდებოდა ანტიმიგრანტული განცხადებები, რომლებსაც, მათ შორის, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ავრცელებდა. იგი მიგრანტებს ევროპის ეროვნული იდენტობისთვის საფრთხედ წარმოაჩენდა, სეზონი TV კი მათ შრომით ბაზარზე ქართველების კონკურენტებად განიხილავდა. კვლავ მიუღებლად სახელდებოდა ქართველი ქალის ქორწინება უცხოელზე.
-
თურქოფობიური ნარატივები ამკვიდრებდა აზრს, რომ მეზობელი ქვეყანა საქართველოში ექსპანსიას ახორციელებს, მისგან დაცვა კი მხოლოდ რუსეთს შეუძლია. ამავე გზავნილებს შორის გვხვდებოდა კონსპირაციები საბჭოთა რეჟიმის მიერ საქართველოდან გადასახლებული თურქი მესხებისა და ყარსის ხელშეკრულების თემაზე, რომლის თანახმადაც, ეს უკანასკნელი თურქეთს საქართველოში შემოჭრის საფუძველს აძლევს. არმენოფობიური გზავნილი სომხეთ-საქართველოს შორის გაფორმებულ სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას უკავშირდებოდა და მეზობელ ქვეყანას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის არაღიარებაში სდება ბრალს.
-
რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციული განცხადებები საქართველოში მოქმედ სხვადასხვა კონფესიას საფრთხის კონტექსტში განიხილავდა.
-
ჰომოფობიური გზავნილების მთავარი თემა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონი იყო. მმართველი გუნდი კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს ლგბტქია+ ადამიანებად წარმოაჩენდა და ამ ნიშნით მათ დისკრედიტაციას ცდილობდა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ გაყალბებულ ფოტოებზე დაყრდნობით გვხვდებოდა მტკიცება, რომ აქციაზე ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ითხოვენ. ლგბტ ორგანიზაციები ხელისუფლების გადატრიალების მცდელობაში იყვნენ დადანაშაულებული. “ქართული ოცნება” ავრცელებდა ჰომოფობიურ ნარატივებს ლგბტ პროპაგანდის კანონით აკრძალვის საჭიროებასა და ე.წ. პროპაგანდის შედეგად ლგბტქია+ ადამიანების რაოდენობის ზრდის ტენდენციაზე.
-
ანტიდასავლური გზავნილები დაუკავშირდა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონსა და ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელმაც საქართველოს მმართველი პარტიის მიერ ინიციირებული ანტილგბტქია+ საკონსტიტუციო ცვლილებების უკან გაწვევისკენ მოუწოდა. ქართული ოცნება, პრორუსული აქტორების მსგავსად, დასავლეთს იდენტობასთან ბრძოლასა და დესტაბილიზაციის მიზნით ჰომოსექსუალობის თავსმოხვევაში ადანაშაულებდა. მკვიდრდებოდა აზრი, რომ ამავე მოტივით დასავლეთი ეწინააღმდეგება გამჭვირვალობას, რომელსაც სწორედ მის მიერვე ინდოქტრინირებული ახალგაზრდები აპროტესტებენ. გვხვდებოდა ახალი გზავნილი, რომ ეროვნული იდენტობის დაკარგვის საფრთხის წინაშე მყოფი ევროპის ხსნა ტრადიციულ საქართველოს შეუძლია. გარყვნილი დასავლეთის საპირწონედ კვლავ რუსეთი იყო შემოთავაზებული.
|
|
|
|
ქსენოფობიურ გზავნილებს შორის გვხვდებოდა ანტიმიგრანტული განცხადებები. პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე მიგრანტებს ეროვნული იდენტობისთვის საფრთხედ წარმოაჩენდა. კვლავ ნეგატიურად ფასდებოდა ქართველი ქალის ქორწინება უცხოელ კაცთან, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები კი განიხილებოდნენ ქართველების კონკურენტებად შრომით ბაზარზე.
|
|
|
მიგრანტები საფრთხეს უქმნიან ეროვნულ იდენტობას
|
|
|
|
ირაკლი კობახიძე, პრემიერ-მინისტრი: “უკონტროლო მიგრაცია უდიდეს საფრთხეს უქმნის ევროპული ქვეყნების ეროვნულ იდენტობას. თუ პროცესები არსებული ტემპით გაგრძელდება, არაერთ ევროპულ ქვეყანაში ადგილობრივი მოსახლეობა ძალიან მალე უმცირესობით იქნება წარმოდგენილი.“
|
|
|
ქართველი ქალის ქორწინება უცხოელთან მიუღებელია
|
|
|
|
დავით ზირაქიშვილი, კონსტიტუციის მე-5 მუხლის დაცვის ლიგა: “მოსახლეობა გარბის ქვეყნიდან და მათ ადგილას შემოდიან უცხოელები, ათასი ჯურის უცხოელი, უცხოელს გააჩნია, ხალხო! ვაკეთილშობილებთ ისეთ რჯულს, ისეთ ხალხს, რომელიც საერთოდ ქართველი ერის ფეხის ფრჩხილადაც არა ღირს და ქართველი ერის დაუძინებელი მტერი იყო ისტორიულად. აი, ამათ ვამრავლებთ, აი ამათთან შედიან ქართველი ქალები ქორწინებაში, ურთიერთობაში. ეს აირია ქვეყანა გაიბილწა, წაიბილწა, გადაგვარდა, სისხლი აირია.“
|
|
|
უცხო ქვეყნის მოქალაქეები ქართველებს სამუშაო ადგილებს ართმევენ
|
|
|
|
ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი TV-ის წამყვანი: “საკურიერო იმით რაღაც გარკვეული პროდუქციები მოიტანეს, უცხოელი ყოფილა, დამირეკა, უცხოელი აღმოჩნდა, ინდოელი. რესტორანში ვიყავი, კაცო და თავიდან მეგონა, ისეთი შავი იყო, აზერბაიჯანელი მეგონა. მერე გავარკვიე, თურმე არაბი ყოფილა. ე.ი. სამუშაო ადგილების გამო გარბის ხალხი აქა და იმ სამუშაო ადგილებსაც გვართმევენ ეს სხვადასხვა რაღაცა გაჭირვებული ქვეყნებიდან ჩამოსული ხალხი. ეს ქვეყანა დარჩება ამ ნაც. პიდარასტებს, დარჩება ამ ბოზებს, მეძავებს და აი, ამ გადამთიელებს საბოლოოდ...“
|
|
|
|
თურქოფობიური გზავნილები მეზობელ სახელმწიფოს საქართველოს ექსპანსიით დაინტერესებულ, მტრულ ქვეყნად წარმოაჩენდა, რომლის გავლენისგანაც რუსეთმა გვიხსნა. გვხვდებოდა კონსპირაციული თეორიები საბჭოთა რეჟიმის მიერ საქართველოდან გადასახლებული თურქი მესხებისა და ყარსის ხელშეკრულების თემაზე. სეზონი TV-ის მტკიცებით, ყარსის ხელშეკრულება თურქეთს საქართველოში შემოჭრის საფუძველს აძლევს.
|
|
|
თურქეთის მიერ რელიგიური ექსპანსიისგან საქართველო რუსეთმა იხსნა
|
|
|
|
დავით ზირაქიშვილი, კონსტიტუციის მე-5 მუხლის დაცვის ლიგა: “რომ არა რუსეთი, საქართველო დღეს მართლმადიდებლური არ იქნებოდა, როგორც აჭარაა, იქით თურქეთში მოხვედრილი ტაო-კლარჯეთი, სადაც ქრისტიანული რჯული დიდი ხანია შეცვლილია, სადაც აგერ აჭარაში ეხლა მიდის კიდე ხელახლა შემობრუნება. 9 აპრილის შემდგომ პერიოდში გაქრისტიანებისკენ წავიდა აჭარა, ეხლა კიდევ ხელახლა უკან აბრუნებენ თურქეთის იმაში. ეს ყველაფერი არი სატანისტების მოწყობილი…’’
|
|
|
ყარსის ხელშეკრულება თურქეთს საქართველოში შემოჭრის საფუძველს აძლევს
|
|
|
|
ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი TV-ის წამყვანი: “ჩვენ კარგად იცით რა კავშირი არი ჩვენსა და თურქეთს შორის, იგივე ყარსის ხელშეკრულება, მოსკოვის ხელშეკრულება ითვალისწინებს იმას, რომ თუ მუსლიმების უფლებები დაირღვევა, თურქეთს ხელ-ფეხი ეხსნება იმისათვის, რომ შემდგომ აქ თავისი მიზნები განახორციელოს და აქ უკვე ნიადაგი მზადდება, ისე წარმოაჩენენ სიტუაცია საქართველოში მეჩეთი არ იყოს თითქოს და მუსლიმების უფლებები ირღვეოდეს, მოკიდეთ ამ ნაძირალებს და შეაგდეთ ციხეში…”
|
|
|
აჭარა თურქეთის გავლენის ქვეშაა
|
|
|
|
იგორ კვესელავა, ისტორიკოსი: "დღეს აჭარა, ფაქტობრივად, ოკუპირებულია თურქეთის მიერ, რადგან უკლებლივ ყველა კარგი სასტუმრო, რესტორანი, შემოსავლიანი ბიზნესი და საუკეთესო მიწები სწორედ თურქი საქმოსნებისა და ბიზნესმენების ხელშია."
|
|
|
თურქი მესხები საქართველოს ისტორიული მტრები არიან
|
|
|
|
დიტო ჩუბინიძე, ასავალ-დასავალის ჟურნალისტი: “1944 წლის სექტემბერ-ნოემბერში სწორედ საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა მინისტრ ლავრენტი ბერიას ინიციატივით გაასახლეს შუა აზიაში ე.წ. თურქი მესხები, იგივე თურქული დესანტი… ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა ბერიას მიერ გადასახლებულებს „ქართველ პატრიოტებად“ მიიჩნევდნენ, რაც შეცდომა იყო. ცოტა ხანში ზვიად გამსახურდია მიხვდა, რომ ბერიას მიერ გადასახლებულთა აბსოლუტურ უმრავლესობას ქართველობისა არაფერი ეცხოთ და სინამდვილეში იყვნენ ისტორიულ მესხეთში მცხოვრები ეთნიკური თურქები, რომლებსაც მეორე მსოფლიო ომის დროს ოკუპანტი თურქეთის მხარე ეჭირათ და მზად იყვნენ, საქართველო შუაზე გაეგლიჯათ“.
|
|
|
|
არმენოფობიური გზავნილების თანახმად, სომხეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმება საქართველოსთვის საფრთხისშემცველი და მოღალატეობრივია, რადგან სომხეთი არ ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
|
|
|
სომხეთ სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმება მიუღებელია
|
|
|
|
მიხეილ ცაგარელი, ასტროლოგი: “წლის მეორე ნახევრიდან მსოფლიო მასშტაბით გაღვივდება საომარი ვითარებები, მათ შორის, საქართველოშიც. ის, რაც საქართველომ გააკეთა, ვგულისხმობ სომხეთთან დადებულ ხელშეკრულებას, არის ღალატი! ასეთი ხელშეკრულების დადებას იმ ქვეყანასთან, რომელიც არ ცნობს შენს ტერიტორიულ მთლიანობას და წინააღმდეგია აფხაზეთში ქართველების დაბრუნების, გამართლება არა აქვს”!
|
|
|
|
რასისტული გზავნილები საქართველოში მცხოვრებ ფერადკანიან ადამიანებს შეურაცხმყოფელი ტერმინებით მოიხსენიებდა.
|
|
|
|
ობიექტივის ტელემაყურებელი: „ის მოსახლეობის ნაწილი, რომელიც გავიდა საქართველოდან, მათ მაგივრად მოდღუნული, სხვა ფერის ხალხი დადის”.
|
|
|
|
რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია
|
|
|
რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციულ განცხადებებს შორის გვხდებოდა ისლამოფობიური და იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ მიმართული გზავნილები. მეჩეთები კვლავ წარმოჩინდებოდა ისლამიზაციისა და თურქეთის გავლენის გაძლიერების საფრთხედ, იეჰოვას მოწმეები კი შენობის ფლობისა და ქვეყანაში თავუსფლად იპერიების გამო გაიკიცხნენ.
|
|
|
|
მეჩეთები ისლამიზაციის საფრთხეა
|
|
|
|
ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი TV-ის წამყვანი: “აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ალიევმა რომ გაიგო, ამდენი მეჩეთი არის საქართველოში, გაგიჟდა, ამდენი ჩვენთან არ არის მეჩეთი აზერბაიჯანშიო და ესენი გამოდიან და ლაპარაკობენ, რომ ვითომ ჩვენ ვინმეს უფლებებს ვჩარგავთ, მედრესეებით არის სავსე აჭარა და ახალგაზრდა გოგო ბიჭები იქ მიდიან, სწავლობენ და სამწუხაროა, რო თურქული ფულით ხდება ამ ყველაფრის გაკეთება. სხვათა შორის ავსტრიაში დაკეტეს ის სასწავლებლები, ის მეჩეთები, რომელიც აშენდა უცხოეთიდან შემოსული ფულით და ჩვენთან მიშვებულია ეს პროცესები…”
|
|
|
|
დავით ზირაქიშვილი, კონსტიტუციის მე-5 მუხლის დაცვის ლიგა: “ეს ნაციონალური მოძრაობა, მისი მხარდამჭერები, ათასგვარი ეს რელიგიური კონფესიები პირდაპირ მიმართული არი რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ მე გეუბნებით თქვენ, არავის არ გაგივათ, არც ის მეჩეთის აშენება არ გამოგივათ ისე, რო იქ ქართული სოფელი გადააგვაროთ, ეს ყველაფერი დამთავრდება სულ მალე… “
|
|
|
|
იეჰოვას მოწმეების თვითნებურად მოქმედებენ
|
|
|
|
სოსო შატბერაშვილი, მემარცხენე ალიანსი: “სხვათა შორის, გლდანში ვიყავი ამას წინათ და იეღოველების სახლი ვნახე, იეღოველებსაც სახლი აქვთ აშენებული და თავისუფლად მოქმედებენ, რასაც უნდათ, იმას აკეთებენ”.
|
|
|
|
ჰომოფობიური გზავნილების მთავარი თემა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონი იყო. “ქართული ოცნება”, ულტრამემარჯვენე, პრორუსული აქტორების მსგავსად, კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს ლგბტქია+ ადამიანებად წარმოაჩენდა და ამ ნიშნით მათ დისკრედიტაციას ცდილობდა. გხვდებოდა მტკიცება, რომ ამავე აქციებზე ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ითხოვენ. აღნიშნული მტკიცება რიგმა სახელისფლებო მედიებმა, მათ შორის Postv- ის წამყვანმა, სოციალურ ქსელ ფეისბუქზე აქციაზე გადაღებული და გაყალბებული ფოტოების საფუძველზე გააკეთეს, სადაც დემონსტრანტების ტრანსფარანტებზე განთავსებული “გამჭვირვალობის კანონის” წინააღმდეგი ტექსტები, ერთი და იმავე სქესის პირების ქორწინების მოთხოვნით იყო ჩანაცვლებული. ლგბტ ორგანიზაციებს ბრალი ხელისუფლების გადატრიალების მცდელობაშიც ედებოდათ. მმართველი პარტია ავრცელებდა ჰომოფობიურ განცხადებებს ლგბტ პროპაგანდის კანონით აკრძალვის საჭიროებასა და პროპაგანდის შედეგად ლგბტქია+ ადამიანების რაოდენობის ზრდის ტენდენციაზე. კვლავ მკვიდრდებოდა აზრი, რომ ჰომოსექსუალობა ავადმყოფობაა, მათ წინააღმდეგ კი ძალადობა გამართლებულია.
|
|
|
უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს ლგბტქია+ ადამიანები/ორგანიზაციები აპროტესტებენ
|
|
|
|
გია ვოლსკი, ქართული ოცნება: “არსებობს შტაბი, სადაც ამას გეგმავენ, ვინ უნდა გამოვიდეს, რა უნდა ილაპარაკოს და აქ კიდე რა დოზით და რა დონით უნდა შემოიჭრეს ლგბტ თემა და უკვე ვხედავთ ლოზუნგებსაც, პატარა გოგოები დგანან და უწმაწური სიტყვებით სავსე ტრანსპარანტები უჭირავთ. გამოჩდნენ კიდევ ვიღაც ბიჭები, რომლებიც თავის ქმრებით არიან მოსულები მიტინგზე…”
გია კერესელიძე, მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის: “ვინ იდგნენ გუშინ რუსთაველზე, ჩვენ პირდაპირ ვხედავდით “თბილისი პრაიდის” წარმომადგენლებს, მათ დირექციას, რომლებიც იყვნენ სპიკერების როლში და ვითომ ე.წ. ქართველ ხალხს”.
ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი TV-ის წამყვანი: “ქართველი ბიჭს ქონდა ტრანსპარანტი, სვეტლანებზე აღარ გვიდგება ჩვენო... პიდარასტები რომ ხართ, ამ ტრანსპარანტებზე მაინც იმასშვებით, რა... არც სვეტლანა გინდათ და არც ნატაშა და იგორავეთ იმ ვიღაცა იმეების ლოგინებში. მარა ჩვენ გვინდა ეს სვეტლანები და ეს ნატაშებიც გვინდა და თქვენ თუ არ გინდათ, იგორავეთ, აი, ამ თქვენს პიდარასტებთან”.
|
|
|
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონის საპროტესტო აქციებზე ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ითხოვენ
|
|
|
|
ზვიად ავალიანი, პოსტვ-ის წამყვანი: “ამ აქციაზეც გაჟღერდა უკვე რამდენჯერმე ესეთი ლოზუნგები, რასაც უფლებების დაცვასთან არაფერი საერთო არ ქონდა, “არა რუსულ კანონს”, კი ერთსქესიანთა ქორწინებას, ესეთი ლოზუნგიც იყო და ნუ, იყო კიდე რამდენიმე ლოზუნგი, რომელიც პირდაპირ მიანიშნებს, რომ აქტიურად შემოიტანეს ლგბტ დისკურსი, რადიკალურ ოპოზიციას შემოაქვს..’’
|
|
|
ლგბტ პროპაგანდა კანონით უნდა აიკრძალოს
|
|
|
|
ირაკლი კობახიძე, პრემიერ-მინისტრი: “კანონპროექტი კრძალავს ერთსქესიანი სამოქალაქო პარტნიორობის დაკანონებას, ერთნაირსქესიანი ან პოლიგამიური წყვილის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანას, ადამიანის სქესის შეცვლას, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში, გარდა ქალისა და მამაკაცისა, სქესის შესახებ რაიმე სხვა ჩანაწერის შეტანას, ერთსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთსქესიანი წყვილის მიერ შვილის აყვანის და სქესის შეცვლის პოპულარიზაციას. გვაქვს დიდი იმედი, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები ე.წ. ლიბერალურ იდეოლოგიას წარმატებით დაუპირისპირდება და ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის საქმეში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს“.
|
|
|
|
დავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსი: “ჩემი აზრით, ლგბტ პროპაგანდა უნდა აიკრძალოს. ეს სწორი ნაბიჯია და ძალიან დაგვიანებული… ინახავდნენ ამას არჩევნებისთვის”.
|
|
|
პროპაგანდის შედეგად ლგბქტია+ ადამიანების რიცხვი იზრდება
|
|
|
|
ირაკლი კობახიძე, პრემიერ-მინისტრი: „როგორც სოციოლოგიური კვლევები ადასტურებს, აშშ-ში და ევროპის ქვეყნების დიდ ნაწილში, 18-25 წლის მოსახლეობის დაახლოებით 20% საკუთარ თავს ლგბტ პირად აცხადებს. ეს მაჩვენებელი სამჯერ ნაკლებია 26-32 წლის ასაკის ახალგაზრდებში, რაც იმას ნიშნავს, რომ პროპაგანდამ ლგბტ პირების რაოდენობა სულ რაღაც შვიდ წელიწადში გაასამმაგა.“
|
|
|
ლგბტქია+ ორგანიზაციები საქართველოში გადატრიალებას აწყობენ
|
|
|
|
გიორგი ახვლედიანი, პოსტვ-ის წამყვანი: “საქართველოში მოქმედი ლგბტ ორგანიზაციები უკვე რამდენიმე წელია აღარ წარმოადგენენ მხოლოდ ჰომოსექსუალებისა და ტრანსგენდერების უფლებებზე მოყვირალ ორგანიზაციებს. მათი არსებობის მთავარი ფუნქცია ქვეყანაში ძალადობრივი გადატრიალების მოწყობა და ეროვნულ ღირებულებებზე ორიენტირებული ხელისუფლების ფსევდოლიბერალური ნაცკლასტერით ჩანაცვლებაა. სხვაგვარად პრაიდებს, იდენტობებს და თანასწორობებს შანსი არ აქვთ საქართველოში გარყვნილების სტანდარტი დაამკვიდრონ”.
|
|
|
ერთნაირსქესიანი მშობლების შვილებს ფსიქიკური პრობლემები აქვთ
|
|
|
|
სოზარ სუბარი, ხალხის ძალა: “დღეს მსოფლიოში არის 10 მილიონამდე ბავშვი, რომელიც იზრდება ოჯახებში, სადაც ერთი და იმავე სქესის მშვილებლები არიან. მეცნიერულად დადგენილია, რომ ამ ბავშვებს ძალიან სერიოზული პრობლემები აქვთ ფსიქიკური თვალსაზრისით. მეორე პრობლემა ისაა, რომ ამ ბავშვებს ამაზე ლაპარაკი ეკრძალებათ, იმდენად ძლიერია ის ლობი, რომელიც მოქმედებს ამ სფეროში. ეს არის ის, რის წინააღმდეგაც გვიწევს ჩვენ კანონის მიღება“.
|
|
|
ჰომოსექსუალობა ავადმყოფობაა
|
|
|
|
გია კერესელიძე, ომის ვეტერანი: “ეხლა თაბაგარისნაირებმა შეიძლება კაცებიც მიიყვანონ სახლში და თხოვდებიან და გათხოვილებიც არიან თვითონ, მარა ეს ხო არ ნიშნავს, რო ნორმალურმა ადამიანებმა ეს ნორმათ უნდა ჩავთვალოთ, ეს არი ავადმყოფობა, ძალიან კარგად იცის ყველამ ეს ნორმიდან გადახრა და დიდი ნაწილი ამათი დაავადებულია…”
|
|
|
ლგბტქია+ ადამიანების მიმართ ძალადობა გამართლებულია
|
|
|
|
ტრისტან წითელაშვილი, სამხედრო ექსპერტი: „ყველა, ვისაც კი მონაწილეობა გვაქვს მიღებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ბრძოლებში, ყველანი ვდგავართ სახელმწიფოს გვერდით და არა პიდარასტების გვერდით… თუ საჭიროება მოითხოვს, კიდევაც გამოვალთ და კიდევაც ორგანიზებულად მაგათ გავაქრობთ, როგორც მტვერს. აი დაუბერავს სულს და გაქრებიან. ასე გაქრებიან ესენი ჭკუით, იყვნენ ეს პიდარასტები.“
|
|
|
|
მმართველი გუნდი, პრორუსულ და ულტრამემარჯვენე აქტორებთან ერთად, დასავლეთს ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ ბრძოლასა და ქვეყნის დესტაბილიზაციის მიზნით ჰომოსექსუალობის თავსმოხვევაში ადანაშაულებდა. მკვიდრდებოდა აზრი, რომ ამავე მოტივით დასავლეთი ეწინააღმდეგება “ფსევდოლიბერალური ღირებულებების აკრძალვის” კანონპროექტსა და უცხოური გავლენის გამჭვირვალობას, რომელსაც სწორედ დასავლეთის მიერ ინდოქტრინირებული ახალგაზრდები აპროტესტებენ. გვხვდებოდა ახალი გზავნილი, რომ ეროვნული იდენტობის დაკარგვის საფრთხის წინაშე მყოფი ევროპის ხსნა ტრადიციულ საქართველოს შეუძლია. გარყვნილი დასავლეთის საპირწონედ კვლავ რუსეთი იყო შემოთავაზებული.
|
|
|
დასავლეთი თავს გვახვევს ჰომოსექსუალობას/ლგბტ პროპაგანდას დესტაბილიზაციისთვის იყენებს
|
|
|
|
კახა კალაძე, ქართული ოცნება: “სამარცხვინო რეზოლუციით ევროპარლამენტარები მოგვიწოდებენ, უკან გავიწვიოთ კანონი, რომელიც ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას ითვალისწინებს ანუ, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, პირდაპირ გვითხრეს, საქართველოში ფართე ასპარეზი უნდა დავუთმოთ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდას, მის გავრცელებას და პოპულარიზაციას, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენ მომავალ თაობებს.“
|
|
|
|
გია ვოლსკი, ქართული ოცნება: “ერთადერთი თემაა, რაშიც ვერ ვეთანხმებით ჩვენ ევროპელ პარტნიორებს, რომ ლგბტ პროპაგანდა არ არი საქართველოსთვის მისაღები… ეს არის ერის თვითმყოფადობის თემა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ეროვნული უსაფრთხოების და ეროვნული სტაბილურობის საკითხებს… კანონი ყველასთვის ერთი უნდა იყოს, მარა როცა მოძალებაა და ამ მიმართულებით ცდილობენ, რომ განავითარონ რაღაც პროცესები, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს კიდევ ერთი დესტაბილიზაციის მექანიზმად გამოიყენება, ამიტო არი ეს თემა მოტანილი, ამ თემაში ვერ ვთანხმდებით ამ ლიბერალურ დამოკიდებულებაზე…”
საქართველოს საპატრიარქო: “ევროპარლამენტის რეზოლუციაში ჩანაწერი, რომ ქართული სახელმწიფოს მიერ დაუშვებელია მოზარდებში ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის კანონის მიღება, წარმოადგენს ქვეყნის უმეტესი მოსახლეობისათვის აღიარებული ფასეულობების წინააღმდეგ ზეწოლას.”
|
|
|
დასავლეთს არ სურს/არ აწყობს ანტიეროვნული საქმიანობისთვის გაღებული დაფინანსების გამჭვირვალობა
|
|
|
|
შოთა მარტინენკო, კონსერვატიული მოძრაობა: “ევროპა მაგალითად გრანტებს რომ აგზავნის, იმაში იხარჯება, რომ ლგბტ მდგომარეობები ჩაითვალოს ნორმალურად… ევროპას არ უნდა გამჭირვალობა, იმიტომ რომ ობიექტურად პრობლემაა. ევროპამ რომ აჩვენოს თავისი სახე, მართალი, რის პროპაგანდაშიც რიცხავს გრანტებს: ანტიმორალური, ანტიქრისტიანული, ანტიეროვნული, პროელგებეტეური, პროგიჟურად ლიბერალური საემიგრაციო პოლიტიკის მომხრე, რაღაცა მულტიკულტურული და ამ გაგებით სუიციდური ნებისმიერი ერისთვის, ევროპამ რომ ეხლა ეგ აჩვენოს, მაგაში გამჭირვალე რომ გახდეს, რომ გრანტებს ვრიცხავ მაგაში, ხო, მორჩა ევროპის გავლენა.“
ბესო ბარბაქაძე, საქართველო და მსოფლიოს ჟურნალისტი: "კანონი რომ რუსული არ არის, იცის აბოსოლუტურად ყველამ, მაგრამ იმ ყველამ ისიც იცის, რომ ამ კანონის მიღების შემდეგ დასავლეთს ასე მყარად მორგებული მზრუნველი პარტნიორის ნიღაბი ჩამოეხსნება და მის რეალურ სახეს დავინახავთ; დავინახავთ, რომ „თბილისი პრაიდის“ მამამთავრები დაფინანსებას დასავლეთიდან იღებენ, რომ ყოველი 17 მაისის დადგომის წინ მათ ევროპული ქვეყნები თუ ორგანიზაციები 2-3 მილიონ დოლარს ურიცხავენ, რომ ლგბტ პროპაგანდისთვის ფულს არ ზოგავენ და ცდილობენ, ეს ყველაფერი არა მხოლოდ სკოლებში, არამედ ბაღებშიც კი შეიტანონ".
თამარ ჩიბურდანიძე, ხალხის ძალა: “მაპატიეთ და, სულში აფურთხებენ ქართველ ხალხს. ნახეთ რას ეუბნებიან – რამდენ თანხასაც გვინდა, იმდენს შემოვიტანთ ქვეყანაში, რაშიც გვინდა იმაში დავხარჯავთ, იდეოლოგიით დაგიხოცავთ შვილებს, წაგიბილწავთ ეკლესიებს და ამაზე არ გაბედოთ კითხვების დასმა. თითს გვიქნევენ უცხოეთიდან, ჩვენ შეგვიძლია გაგანადგუროთ. თქვენ კი, არ გაბედოთ რამის მოთხოვნა და მოკვდით სიცრუეში”.
|
|
|
უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს დასავლეთის მიერ ინდოქტრინირებული თაობა აპროტესტებს
|
|
|
|
ტრისტან წითელაშვილი, სამხედრო ექსპერტი: „ჩვენ კარგად გვახსოვს თუ როგორ შემოიყვანა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ორი ათასი პედაგოგი საქართველოში. ეს იყო მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს და ესენი იყვნენ სუყველა „ცეერუს“ აგენტები და გადაანაწილეს სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებში და მივიღეთ შედეგი - ასეთი ბავშვების. აი, ეს ბავშვები არის სწორედ იმ სპეცსამსახურების მიერ მომზადებული და იმ სპეცსამსახურების მიერ დატრენინგებულები... ამაშია დახარჯული ის თანხები, ამაში ჩადეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ეს თანხები, რო წაებილწათ და გაერყვნათ ჩვენი ახალგაზრდა შვილიშვილები, პატარები.“
|
|
|
დასავლეთი ებრძვის ტრადიციულ იდენტობას/ოჯახს
|
|
|
|
თეა წულუკიანი, ქართული ოცნება: “როდესაც მოლდოვას და უკრაინას მიანიჭეს წევრობის კანდიდატის სტატუსი და საქართველოს არ მიანიჭეს [...] ეს რეალურად იყო სადამსჯელო ღონისძიება, რაღაცის გამო რაც ჩვენ არ გავაკეთეთ, ვგულისხმობ მეორე ფრონტის გახსნას, ეს არის მორიგი მცდელობა, რომ დავისაჯოთ იმ ქცევებისთვის რაც მათ მიაჩნიათ, რომ არის შეუფერებელი, არადა შეუფერებელი ვერ იქნება ის, რომ შენ გინდოდეს არ დაკარგო მეობა, არ წაშალო საკუთარ თავში ეროვნული მეხსიერება და არ მოარღვიო ის ტრიადა, რომელსაც ეფუძნება ჩვენი ერი, ეს გახლავთ მამული, ენა, სარწმუნოება…”
|
|
|
|
მიხეილ ჟღენტი, სოლიდარობა მშვიდობისთვის: „შეზღუდული სუვერენიტეტის ქვეყნიდან ჩვენ გადავიქეცით ნახევრად კოლუნიურ ქვეყნად. ჩვენ დღეს, გვაქვს არჩევანი ასეთი, ან დასავლეთი გეუბნება, რომ შენ დაუშვებ ელგებეტე პროპაგანდას, შენ იქნები ჩვენი ტრადიციების და ისტორიული მემკვიდრეობის გამტარებელი, ან როგორც კი შენ მოინდომებ, შენი ქვეყნის ინტერესების გატარებას, შენი რწმენის, შენი რელიგიის, შენი ტრადიციების ჩვენ, შენ არ მიგიღებთ.“
|
|
|
ეროვნული იდენტობის დაკარგვის საფრთხის წინაშე მყოფი ევროპის ხსნა ტრადოციულ საქართველოს შეუძლია
|
|
|
|
თამთა მეგრელიშვილი, ხალხის ძალა: “ევროპა უზნეობის გამოწვევებში იკარგება და დიდი კულტურიდან დიდ უკულტურობამდე მიმავალ გზაზე მისი მხსნელი ჯერ არავინაა, მაგრამ ტერიტორიულად შორს და ამასთანავე, ტრადიციულად, ძალიან ახლოს, ევროპის გვერდით ქართული სახელმწიფო დგას, რომელიც უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში, მიუხედავად ურთულესი გამოწვევებისა, ინარჩუნებს სუვერენიტეტს და მყარად იცავს საკუთარი მოსახლეობის კულტურულ, ეთნიკურ, რელიგიურ და სექსუალურ იდენტობას და ეს გამოცდილება ევროპისათვის საუკეთესოდ გასაზიარებელი პრაქტიკაა. ჩვენ გვინდა ევროპა ევროპელებით.“
ფრიდონ ინჯია, ევროპელი სოციალისტები: „კარგი იქნება, „ქართული ღირებულებების“ სახელმძღვანელო შევქმნათ, რომელსაც სკოლაში ასწავლიან. სწორედ ამ „ქართულ ღირებულებებშია“ როგორც ოჯახის ღირებულებები, ასევე ქრისტიანობის, მამულიშვილობის და მრავალი სხვა. არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება, რომ ასეთი სახელმძღვანელო გადაითარგმნოს და ევროპაში დაიწყოს სწავლება „ქართული ღირებულებების“.
|
|
|
რუსეთი გარყვნილი დასავლეთის საპირწონედ
|
|
|
|
ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი ტვ-ის წამყვანი: „ხელისუფლებას მინდა მივმართო, რომ ქართველ ხალხს სურს, არა აი ამ სოდომისტურ დასავლეთთან კავშირი, არამედ რუსეთთან. თქვენ რომ მიიღოთ განცხადება, რომ ჩვენ რუსეთთან ვამყარებთ ურთიერთობას, აი, მანდ ათი ათასი კაცი კი არ იქნება, მანდ გამოვა მილიონი კაცი. ამიტო გეშინია და ამიტომ არა გვრთავს სილქნეთი ჩვენ, ამიტომ გამორთულია რუსული არხები, ამიტო არ რთავენ სხვა არხებს, რომ გეშინიათ სიმართლის.“
|
|
|
|
|
|