|
მარტის თვეში შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა:
-
ქსენოფობიური ნარატივები საქართველოში მცხოვრებ ყველა ეთნიკურ ჯგუფს ნეგატიურად წარმოაჩენდა, მათ საპირწონედ კი რუსეთის მოქალაქეებს გვთავაზობდა. სეზონი TV, რომელიც აქტიურად ავრცელებდა ქსენოფობიურ გზავნილებს, პარალელურად, რუსი ტურისტების ინტერესების ადვოკატირებითა და რუსოფობიის უარყოფითი მხარეების განხილვით იყო დაკავებული.
-
თურქოფობიურ გზავნილებს იგივე ავტორი ჰყავდა და რუსეთის დასუსტების შემთხვევაში რეგიონში თურქეთის გაძლიერების საშიშროებაზე აკეთებდა აქცენტს. კვლავ მიუღებლად იყო წარმოჩენილი ქართველი ქალის ქორწინება თურქ კაცთან. ანტიაზერბაიჯანული ნარატივები ეთნიკურ აზერბაიჯანელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უპატივცემულობის გამო კიცხავდა, ორი ქვეყნის საზღვარზე მდებარე დავით-გარეჯის ისტორიული სამონასტრო კომპლექსის სადავო ნაწილის დაბრუნების ერთადერთ შესაძლებლობად კი რუსეთის ჩარევას განიხილავდა.
-
რასისტული გზავნილი ერთ შემთხვევაში გვხვდებოდა და საქართველოში მცხოვრებ ფერადკანიან ადამიანებს კრიმინალებად წარმოაჩენდა, მათ საპირწონედ კი ეთნიკურ რუსებს გვთავაზობდა.
-
ჰომოფობიური ნარატივების მთავარი თემა კვლავ მმართველი გუნდის მიერ დაანონსებული “სევდოლიბერალური ღირებულებების” ამკრძალავი კანონპროექტი იყო. ხელისუფლება ღიად აფიქსირებდა ჰომოფობიურ განწყობებს, მათ შორის, ერთნაირსქესიანთა ქორწინების თემაზე. “ქართული ოცნება” და “ალტ-ინფო/კონსერვატიული მოძრაობა” იდენტური გზავნილებით ხსნიდნენ ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი კანონის მიღების აუცილებლობას, ამასთან, “ალტ-ინფო/კონსერვატიული მოძრაობა” კანონის მისაღებად ძალადობას ამართლებდა და ხელისუფლებას კანონის მოწინააღმდეგეთა შესაჩერებლად ფიზიკურად დახმარებას ჰპირდებოდა. ამავე კონტექსტში ოპოზიცია ლგბტ პროპაგანდაში იყო დადანაშაულებული. ჰომოფობიური გზავნილები დაუკავშირდა შვედეთში გასამართ მუსიკალურ კონკურსს, ევროვიზიასაც, რადგან მასში ლგბტქია+ ადამიანებიც მონაწილეობენ.
-
“ქართული ოცნება” ულტრამემარჯვენე, კონსერვატიული აქტორების მსგავსად, დასავლეთს ეროვნულ იდენტობის წინააღმდეგ ბრძოლასა და ჰომოსექსუალობის თავსმოხვევაში ადანაშაულებდა. პრორუსული აქტორების მტკიცებით, გარყვნილი დასავლეთი ვერ დაგვიცავს, საქართველომ კი პრორუსული კურსი უნდა აირჩიოს.
|
|
|
|
ქსენოფობიური ნარატივები ყველა ეთნიკურ ჯგუფს, გარდა რუსებისა, ნეგატიურ კონტექსტში განიხილავდა. კვლავ გვხვდებოდა ძველი გზავნილი, რომ თუ რუსეთი ოკუპანტია, საქართველოს ყველა მეზობელი ოკუპანტია. მიუღებლად იყო წარმოჩენილი უცხოელებზე მიწების გასხვისება.
|
|
|
ეთნიკური რუსები სხვა ქვეყნის მოქალაქეების საპირწონედ
|
|
|
|
ეკა ნასყიდაშვილი, საქართველო და მსოფლიოს ჟურნალისტი: “რუსები რო ჩამოდიან აქ იმხელა პატივისცემით შედიან იმ რესტორნებში, იმ კაფე ბარებში, ისეთი მოწიწებით, ისეთი სათნოებით დასხდებიან, მიირთმევენ, მადლობას გადაიხდიან, ფულს დახარჯავენ… სასტუმროს ნომერში შესვლა არ შეიძლება მას შემდეგ, რაც ეს ფერადკანიანები გამოდიან, სასტუმროს ნომერში შესვლა შეუძლებელია, როდესაც უკრაინელები ტოვებენ ნომრებს, ამას რუსი არ აკეთებს. მე არ ვიცი რატო გახდა რუსი ასეთი საძულველი…”
|
|
|
თუ სხვა ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში ყოფნა მისაღებია, რუსეთის მოქალაქეებიც მისაღებია
|
|
|
|
ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი TV-ის წამყვანი: „ვერ გავიგე, ჩადრიანმა ქალებმა უნდა იარონ და სიტყვაზე, სლავმა ქალებმა არ უნდა იარონ თბილისის ქუჩებში?... იმითი ხო ხართ კმაყოფილი, აღმაშენებელზე რო ისინი არი, რა ქვია, ბორდელები გაკეთებული ირანელებისა და თურქების მიერ. მაგით ხომ ხართ კმაყოფილები?! თქვენი ცოლები ჩააბარეთ იმ ბორდელებში და მერე იქნებით კმაყოფილები, ალბათ… ბოდიში და იმპოტენტები ხართ მთელი ცხოვრება თქვენ, იმპოტენტები…”
|
|
|
უცხოელებზე მიწის გაყიდვა მიუღებელია
|
|
|
|
ეკა ნასყიდაშვილი, საქართველო და მსოფლიოს ჟურნალისტი: „მე არ ვეწევი რუსულ პროპაგანდას, მე უბრალოდ ვამბობ იმას, რო… ვინმე აპროტესტებს საერთოდ, რო გორში და კასპში მიწები, ჰექტრობით მიწები ირანელებზე და არაბებზეა მიყიდული“?
|
|
|
თუ რუსეთი ოკუპანტია, საქართველოს ყველა მეზობელი ოკუპანტია
|
|
|
|
ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი TV-ის წამყვანი: “სამწუხაროა, რო ამ მოღალატე ქართველებს ახსოვთ მხოლოდ ეს 20%-იანი ტერიტორიის ოკუპაცია და არ ახსოვთ, მაგალითად, ის, რომ ტაო-კლარჯეთი ძირძველი ტერიტორია ანექსირებულია, რო ყველა ტერიტორია, გინდა ლორე, გინდა ჰერეთი, ყველას ჩვენი ტერიტორიები აქვს აღებული. მაინცდამაინც ეს ახსოვთ, თან რისი დაბრუნებაც შეძილება, მაინცდამაინც აკეთებენ ყველაფერს იმისათვის, რომ ესეც იქნეს ანექსირებული და ესეც საბოლოოდ დაიკარგოს…”
|
|
|
|
თურქოფობიური ნარატივები ამკვიდრებდა აზრს, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი ხელს აძლევს თურქეთს, რადგან რეგიონში რუსეთის დასუსტება სწორედ თურქეთის გავლენას გააძლიერებს. გასული თვეების მსგავსად, მიუღებლად იყო წარმოჩენილი ქართველი ქალის ქორწინება თურქ კაცზე.
|
|
|
რუსეთის დასუსტება რეგიონში თურქეთს გააძლიერებს
|
|
|
|
ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი TV-ის წამყვანი: „თუ ჩვენ არ გვინდა არც კეთილდღეობა, არც აფხაზეთი, არც სამაჩაბლო გვინდა, არაფერი არ გვინდა, მაშინ თქვით ბოლობოლო, რომ ჩვენ უნდა გავხდეთ თურქეთის რაღაცა გარკვეული პროვინცია. ისედაც ხო შეგვიყვანა...სააკაშვილის ძალისხმევით თურქეთის იმაში ვართ შეყვანილი, ეს ჩვენი აეროპორტები… თურქეთის გავლენის ქვეშ არი…თურქეთი თვლის თავის ტერიტორიად ამას. ტყვილა არ ხდება, მეგობრებო, ეს თურქული სერიალები, თურქული გავლენა აჭარაზე… დღეს აი იმითი რაც ხდება, ყველაზე კმაყოფილი არი, რა თქმა უნდა, ჩვენი მეზობელი თურქეთი იმიტო, რო რუსეთის აქ დაკნინებით ყველაზე მეტად ის საზრდოობს …”
|
|
|
ქართველი ქალის ქორწინება თურქ კაცზე მიუღებელია
|
|
|
|
ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი TV-ის წამყვანი: “ყოველწლიურად ქართველი ქალების 700 ქორწინება არი თურქ მამაკაცზე. მე ეხლა გამოვრიცხავ იმას, რომ 750 ქალი გაგიჟდა საქართველოში… მე არცერთი ეთნიკური ჯგუფის წინააღმდეგი არა ვარ, მაგრამ მე ეხლა პირადად მიმაჩნია, რომ როდესაც ქართველი ქალი გქვია, შენ უნდა სამშობლოს გაუზარდო ქართველი. კი გამონაკლისი არის სიყვარული, მაგრამ ასეთი მაჩვენებლებით რო ხდება უცხოელებზე გათხოვება, მე პირადად მიმაჩნია ეს ქვეყნის ღალატად… მაინტერესებს ეხლა შენ თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეები გაამრავლე, რანაირად არი ეს ქართველობა მითხარით.’’
|
|
|
|
ანტიაზერბაიჯანული გზავნილების მთავარი თემა კვლავ ორი ქვეყნის საზღვარზე მდებარე დავით-გარეჯის ისტორიული სამონასტრო კომპლექსის ტერიტორია იყო. “სეზონი ტვ-ის” მტკიცებით, მისი დაბრუნება მხოლოდ რუსეთის ჩარევითაა შესაძლებელი. იგივე ავტორი საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბიაჯანელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უპატივცემულობის გამო კიცხავდა.
|
|
|
აზერბაიჯანის მიერ მითვისებული ტერიტორიების დაბრუნება მხოლოდ რუსეთს შეუძლია
|
|
|
|
ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი TV-ის წამყვანი: “რაც არ უნდა რუკები მოიტანო, სულ რო ყველაფერი დადო, მაინც არ დაგიბრუნებს აზერბაიჯანი, თუკი აქ რუსეთი არ ჩაერია, რუსეთის საკითხი არის მიბმული როგორც სოხუმ-ცხინვალზე, ასევე, გარეჯზე, ასევე ყველაფერზე… ატყდნენ ეხლა ესენი სამგლე გოჭებივით, რო ვოლსკი შეხვდა და რკინიგზის საკითხი როგორ განიხილაო..’’
|
|
|
საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელები პატივს არ სცემენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას
|
|
|
|
ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი TV-ის წამყვანი: “ქვემო ქართლში ცხოვრობს უამრავი ეთნიკურად აზერბაიჯანელი, მე ვერ გავიგე მათგან, რომ გარეჯი საქართველოაო, ეხლა. ერთ ერთი რაღაცა, და ეს არის სამწუხარო, იმიტო რო საქართველოს მოქალაქეები არიან ისინი, და თუ საქართველოს მოქალაქეები არიან, უნდა სცენ პატივი საქართველოს".
|
|
|
|
რასისტული გზავნილი ერთ შემთხვევაში გვხვდებოდა და საქართველოში მცხოვრებ ფერადკანიან ადამიანებს წარმოაჩენდა კრიმინალებად, რომლებიც ქართველ ქალებს შეურაცხყოფენ, მათ საპირწონედ კი ეთნიკურ რუსებს გვთავაზობდა.
|
|
|
ეთნიკური რუსები ფერადკანიანი მოქალაქეების საპირწონედ
|
|
|
|
ეკა ნასყიდაშვილი, საქართველო და მსოფლიოს ჟურნალისტი: “რამდენიმე წლის წინ გოგოს აეკიდნენ შავკანიანი ხალხი, ბანგლადეშელები, სავარაუდოდ, ვაჟა-ფშაველაზე და ბიჭებმა დაიცვეს ეს გოგო და ჯერ დააპატიმრეს იქვე ეს ბიჭები და მერე 10 000 ლარიანი ჯარიმა შეუფარდეს ამ ბიჭებს…მე საერთოდ არ მახსენდება, რამდენი ფაქტი მოხდა ისეთი, რო რუსებს თავს დაესხნენ და აქ ვინმე დასჯილიყო… ხელისუფლებამაც სავარაუდოდ უნდა იცოდეს ეს ძალიან კარგად, იმიტო რო თვითონაც კარგად იციან ვისზე აქვთ მიქირავებული ბარები, რესტორნები და ესეთი ადგილები სადაც დილას კაფეა და საღამოს საზიზღარი ორგანიზაციები, ძალიან კარგად იციან ეს ამბავი და ისიც იციან, რო აქ ჩამოსულ ფერადკანიანებს, არაბები იქნებიან ესენი, თუ ვინც არ უნდა იყვნენ, ჩვენი ქართველი ქალები რისთვის სჭირდებათ, ამისთვის რუსებს ჩვენი ქართველი ქალები არ ჭირდებათ.’’
|
|
|
|
რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია
|
|
|
რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციული განცხადებები ჰომოფობიურ კონტექსტში გვხვდებოდა და სხვადასხვა კონფესიას ლგბტქია+ ადამიანების მხარდაჭერის გამო ცოდვის შემწყნარებლობაში ადანაშაულებდა.
|
|
|
|
სხვადასხვა კონფესიების ლგბტზაცია ხდება
|
|
|
|
გიორგი ახვლედიანი, პოსტვ-ის წამყვანი: „როგორც ხედავთ, ცოდვის მიმართ შემწყნარებლობა არა მხოლოდ ევანგელისტურ და ლუთერანულ ეკლესიებს მოედო სარეველასავით, ნელ-ნელა თანდათანობით გარყვნილების სენი კათოლიკურ სამყაროსაც იპყრობს. ჯერ რომის პაპის განცხადება ერთნაირსქესიანი წყვილების დალოცვასთან დაკავშირებით, შემდეგ კი ლესბოსური შობის სცენა იტალიის ერთ-ერთ კათოლიკურ ეკლესიაში. გარყვნილების პროპაგანდა ისეთი სისწრაფით მრავლდება, ეჭვი მაქვს, დიდი დრო არ დაგვჭირდება მორიგი ელგებეტე შიზოფრენიის სანახავად ვატიკანიდან”.
|
|
|
|
ჰომოფობიური გზავნილების მთავარი თემა “ქართული ოცნების” მიერ დაანონსებული ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი კანონპროექტი იყო. მმართველი გუნდი ჰომოფობიურ ნარატივებს ავრცელებდა და ლგბტ პროპაგანდისგან მომდინარე “საფრთხეებზე” აკეთებდა აქცენტს. ალტ-ინფო კონსერვატიული მოძრაობა “ქართული ოცნების” ინიციატივას იწონებდა და კანონის მისაღებად ძალადობრივი გარანტიების შექმნას ჰპირდებოდა. პროსახელისუფლებო “პოსტვ-ის” მტკიცებით, ლგბტქია+ ადამიანები ყველა სფეროში დომინაციის მოპოვებას და უმრავლესობაზე დიქტატის დამყარებას ცდილობენ. ჰომოფობიური გზავნილები დაუკავშირდა მუსიკალურ კონკურსს, ევროვიზიასაც, რადგან მასში ლგბტქია+ ადამიანებიც მონაწილეობენ.
|
|
|
ლგბტ პროპაგანდა კანონით უნდა აიკრძალოს
|
|
|
|
მამუკა მდინარაძე, ქართული ოცნება: “ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართულ კანონს რუსული კი არა, სულ რომ საბჭოთა ეძახონ, ჩვენ ამას ბოლომდე მივიყვანთ, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის თანამედროვეობის უდიდესი გამოწვევა… როდესაც ოფიციალურ სტრუქტურებშიც კი შეაღწია თემამ, რომ უნდა აიკრძალოს საუბარი დედაზე და მამაზე და მხოლოდ მშობელი უნდა ვახსენოთ, ამას ჩვენ ამას უნდა დავუპირისპირდეთ და ჩვენს მეგობრებს, თუკი მათთანაც არის ეს სერიოზული პრობლემები, ვუთხრათ, რომ ეს არ არის სწორი მიდგომა, ეს არის მიუღებელი ქართული საზოგადოებისთვის…”
|
|
|
|
შოთა მარტინენკო, კონსერვატიული მოძრაობა: „პიდარასტობა რომ იკრძალებოდეს, პიდარასტიის პროპაგანდა რომ იკრძალებოდეს მაგითი და ბოლოში ეწეროს ავტორი, ვლადიმერ პუტინი, მივიღებთ მაგ კანონს, ოღონდ პიდარასტიის პროპაგანდა აიკრძალოს, არ არი პრობლემა, ხალხო, რა მნიშვნელობა აქ”.
ალუდა ღუდუშაური, ქართული ოცნება: “ყველანი მოვალენი ვართ, წინ აღვუდგეთ იმას, რაც არის ცუდი, რაც ჩვენი შვილებისთვის და მომავლისთვის ცუდია… საქართველოში აბსოლუტური უმრავლესობა ჯანსაღად და ნათლად ხედავს, რომ ლგბტ პროპაგანდა ცუდია…სიმართლე ჩვენს მხარესაა და ამჯერად დავიცავთ ჩვენს სიმართლეს. ჩვენი კონსტიტუციით გარანტირებული, საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვით ხდება ყველაფერი, მაგრამ არ ვაპირებთ, რომ იმ აღვირახსნილ კამპანიას, რომლის წინაშეც ჩვენ დავდექით, თვალი გავუსწოროთ“.
|
|
|
ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი კანონის მისაღებად ძალადობა გამართლებულია
|
|
|
|
ირაკლი მორგოშია, კონსერვატიული მოძრაობა: "თუ ეს იქნება სწორედ ისეთი კანონი, რომელიც მოიცავს პროპაგანდის აღმოფხვრას ძირშივე, ჩვენ კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფო ყველაფერს ვიზამთ, რომ ეს კანონი დავიცვათ ძალისმიერადაც კი".
შოთა მარტინენკო, კონსერვატიული მოძრაობა: “როგორც კი ეს კანონი იქნება რეალური შინაარსის, იმავე მომენტში ჩვენ არათუ მხარს დაუჭერთ, საჭიროების შემთხვევაში, დასავლური ძალების წინააღმდეგ, ჩვენ ფიზიკურადაც დავიცავთ რეალური კანონის მიღების იდეას.“
ზურაბ მახარაძე, ალტ-ინფოს წამყვანი: “რავი, აი, მაგ ქუჩას ჩვენ მივხედავთ, მეტი შეთავაზება რა გავაკეთოთ. ყველა ქულა ჩაიწერეთ თქვენ, აი, ჩვენ დაგიწერთ მაგ ქულებს საარჩევნო წელს და ქუჩაში ვიღაცამ თუ გადაწყვიტა, რომ მოლოტოვის კოქტეილებით გააჩეროს, ჩვენ დავდგებით, რომ ვერ გაბედონ მოლოტოვის კოქტეილი”.
|
|
|
ოპოზიცია დუმს ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავ კანონზე/მხარს უჭერს ლგბტ პროპაგანდას
|
|
|
|
მამუკა მდინარაძე, ქართული ოცნება: "ბოლო ორი კვირის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ეს ინიციატივა გამოვთქვით და პარტიებს მოვუწოდეთ, რომ საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინათ, ვნახეთ, რომ უკეთეს შემთხვევაში გაექცნენ პასუხს, უარეს შემთხვევაში კი დადგნენ ზუსტად პროპაგანდის მხარეს. საბოლოოდ, ამ შემთხვევაში პასუხიდან გაქცევაც ნიშნავს პროპაგანდის მხარეს დადგომას. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, რამდენიმე დღეში დაინახავთ სინქრონში ალაპარაკებულ, კოორდინირებულ კამპანიას, რომელსაც ერთი დირიჟორი ეყოლება. რაც შეეხება შინაარსს, იხილავს ყველა მას შემდეგ, რაც ეს ინიციატივა დარეგისტრირდება. საჭიროებებთან დაკავშირებით იმიტომაც ვერ ლაპარაკობენ, რომ ფაქტია, ამის საწინააღმდეგო არგუმენტი არ აქვთ".
|
|
|
ერთნაირსქესიანთა ქორწინება მიუღებელია
|
|
|
|
მამუკა მდინარაძე, ქართული ოცნება: “მიუღებელია არატრადიციული ცხოვრების წესიდან გამომდინარე ქორწინების დაშვება. ჩვენ ამიტომ 2017 წელს წინასწარვე გავიმყარეთ პოზიციები და საქართველოს კონსტიტუციაში ჩავწერეთ, რომ ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალის და მამაკაცის კავშირი. ეს საკითხი არ გადაიხედება”.
გოგა ხაინდრავა, რეჟისორი: ”როდესაც აკანონებ ერთსქესიანთა ქორწინებას, შენ პრაქტიკულად თვითმკვლელობამდე მიგყავს სამყარო, კაცობრიობა, ხო. როდესაც აძლევ ერთსქესიანთა წყვილებს უფლებას აძლევ...ბავშვების აყვანის, შენ არღვევ ბავშვის...შენ ფეხქვეშ თელავ ამ უფლებას იმიტომ რომ გაიზრდება. შენ არ ეკითხები ბავშვს, უნდა რომ წვერებიანი დედა ყავდეს და ჭუჭუიანი დედა ყავდეს… არავინ არ ეკითხება იმ ბავშვს, ხო...თუ არსებობს მუხლი თვითმკვლელობამდე ერთი ადამიანის მიყვანის...კაცობრიობის იმიტომ, რომ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება არის კაცობრიობის მოსპობისკენ გადადგმული ნაბიჯი…”
|
|
|
ევროვიზია ლგბტ პროპაგანდას ეწევა
|
|
|
|
გიორგი ახვლედიანი, პოსტვ-ის წამყვანი: “ევროვიზია ქვიარ პროპაგანდის მხრივ მსოფლიო შოუ ბიზნესის გამოკვეთილი ლიდერი იყო ყოველთვის. ეს კონკურსი მსოფლიო ქვიარ კულტურის ერთგვარი მექაა. არა აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყანა მასპინძლობს კონკურს, მისი საკონცერტო არენა ყოველთვის სავსეა ცისარტყელას დროშებით და ელგებეტე არტისტებით… ელგებეტე ნიაღვარი მდინარეებად მოედინება ევროვიზიის ყველა კონკურსზე. ყველას, რა თქმა უნდა, პირველ რიგში კონჩიტა ახსენდება. წვეროსან ქალად გადაკეთებული კაცი მსოფლიო საზოგადოებამ პირველად სწორედ ევროვიზიაზე იხილა და იმხელა კულტურული შოკი განიცადა, რომ დღემდე კონჩიტა გადაგვარებულობის, გაუკუღმართებულობის და ბიოლოგიური არანორმალურობის სიმბოლოა”.
დათა გვასალია, პოსტვ-ის ჟურნალისტი: “ძიებისას უამრავ სტატიას წააწყდებით სათაურებით, როგორ იქცა ევროვიზია ჰომოსექსუალთა ივენთად, ევროვიზია როგორც გლობალური ქვიარ ფენომენი, რატომ უყვართ ელგებეტე საზოგადოებას ევროვიზია და ასე შემდეგ...ამ სცენიდან კი აქტიურად და ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი დოზით უწყვეტი ნაკადივით გადმოდის ელგებეტე პროპაგანდა…”
|
|
|
ლგბტქია+ ადამიანები დომინაციის მოპოვებას /დიქტატის დამყარებას ცდილობენ
|
|
|
|
გურანდა ბილიხოძე, პოსტვ-ის ჟურნალისტი: “თანამედროვე სამყაროში ლგბტ ფერადებმა თავისდა სასიკეთოდ თითქმის ყველა კანონი მოირგეს, გადააკეთეს, შეგვაჩვიეს და გვითხრეს, რასაც მოვინდომებთ, იქნება ეს შვილად აყვანა, სქესის შეცვლა, ქორწინება თუ რაიმე სხვა სიგიჟე. ყველაფერს ფურცელზე დავწერთ, შემდეგ კი მთავარი ლგბტ ლობი უზრუნველყოფს, რომ ეს მოთხოვნები ჯერ კანონად იქცეს, შემდეგ კი ცხოვრების შემადგენელ ნაწილად”.
|
|
|
|
ქართული ოცნება, ულტრამემარჯვენე, კონსერვატიული აქტორების მსგავსად, დასავლეთს წარმოაჩენდა ქართულ იდენტობასთან მებრძოლ ძალად, რომელიც თავს გვახვევს ჰომოსექსუალობას. აქცენტი კეთდებოდა ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი კანონის მისაღებად დასავლეთის შემოტევასთან გამკლავების საჭიროებაზე. პროსახელისუფლებო “პოსტვ” ავრცელებდა მტკიცებას, რომ დასავლეთში ბავშვებს სქესს ინფორმირებული თანხმობის გარეშე უცვლიან და მათზე სამედიცინო ექსპერიმენტებს ატარებენ.
“ალტ-ინფო/კონსერვატიული მოძრაობის” მტკიცებით, გარყვნილი დასავლეთი საქართველოს ვერ დაიცავს, მის ალტერნატივად კი კვლავ რუსული კურსის არჩევა სახელდებოდა.
|
|
|
დასავლეთი თავს გვახვევს ჰომოსექსუალობას/პედოფილიას
|
|
|
|
ირაკლი ღარიბაშვილი, ქართული ოცნება: „მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს აღვირახსნილი კამპანია, აღვირახსნილი პროპაგანდა - ამერიკაში, ევროპაში ბაღებში, სკოლებში მიჰყავთ ტრანსგენდერები და ეუბნებიან, რომ თუ არ მოგწონთ თქვენი სქესი, შეგიძლიათ შეიცვალოთ.“
|
|
|
|
შალვა პაპუაშვილი, ქართული ოცნება: “ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს მოუწია გარკვეული განცხადების გაკეთება იმის შესახებ, რაც საქართველოში ჯერ კიდევ ტრუიზმად და ბანალობად აღიქმება. მოუწია თქმა, რომ ქალი ქალია და კაცი კაცია. ვხედავთ, რომ დღეს უკვე ბრიტანეთში ეს აღარ არის ბანალობა და პრემიერ-მინისტრის განცხადებებია ამისთვის საჭირო. ჩვენი გამოცდილება აჩვენებს, რომ ბრიტანეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუ სხვაგან რაც ხდება, შემდეგ გადმოდის ხოლმე საქართველოში, მათ შორის უცხოური დაფინანსების მხარდაჭერით. ამიტომ აქედანვე უნდა ჩამოვაყალიბოთ პოზიცია, რა უნდა ქართულ საზოგადოებას, უნდა ამ ტიპის პროპაგანდის დაშვება თუ პროპაგანდის არიდება”.
ირაკლი ქადაგიშვილი, ქართული ოცნება: “სხვადასხვა შემოვლითი გზით მაინც ხდება ჩვენი საზოგადოებისთვის ისეთი უცხო ტენდენციების შემოტანა, როგორიც გახლავთ, მაგალითად, ამერიკის სახელმწიფო მდივნის ცნობილი განცხადება, რომ არ გამოიყენოთ საუბარში „დედა“, „მამა“, ან „ქალიშვილი“, „ვაჟიშვილი“. ეს რბილად რომ ვთქვათ, მიუღებელი და დისკრიმინაციულია პლანეტის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის“.
|
|
|
ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი კანონის მისაღებად საქართველო დასავლეთის შემოტევას უნდა გაუმკლავდეს
|
|
|
|
გოგა ხაინდრავა, რეჟისორი: “როგორც კი ეს კანონი [ლგბტ პროპაგანდის აკრძალვაზე] დადგება დღის წესრიგში საქართველოს პარლამენტში… ატყდება ცუნამი ევროპიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ამ პოლიტ წრეებიდან, ამ დემოკრატიული ინსტიტუტები, აღშფოთება იქნება. წამოვა ცუნამი ჩვენი ხელისუფლების წინააღმდეგ… დღეს, როგორც არასდროს, ქართულმა საზოგადოებამ და ყველა ჩვენთაგანმა უნდა იცოდეს, რომ ეს არის წითელი ზღვარი. იმის იქით საქართველო ან არსებობს ან არა. დღეს, რაც არ უნდა მოხდეს, ვინც არ უნდა აყვირდეს...აქაური ელჩები, ევროპელი დეპუტატები…ჩვენ ამას უნდა გავუძლოთ, იმიტო რო ჩვენ ამ მთელი ორი ათასი წლის განმავლობაში რა იმპერიებს გაუძელით, რის ამერიკის შეერთებული შტატები არი თორმეტი ათასი კილომეტრის[იქით]...”
|
|
|
დასავლეთში ბავშვების ტრანსგენდერიზაცია მიმდინარეობს/სქესის შეცვლის ექსპერიმენტები ტარდება
|
|
|
|
გიორგი ახვლედიანი, პოსტვ-ის წამყვანი: “შემთხვევითი ნამდვილად არ არის ის, რომ ტრანსგენდერიზმის მთავარი სამიზნე დღეს ბავშვები არიან. სქესის გადაკეთების საყოველთაო შიზოფრენია, რომელიც დასავლეთში დღეს ყველაზე პროგრესულ ტრენდად ითვლება, ძირითადად ბავშვებზე ნადირობს… ბავშვების მასობრივი ტრანსგენდერიზაცია უმოკლესი გზაა სექსუალური უმცირესობების უმრავლესობად გადასაკეთებლად. მთავარია ტრანსგენდერიზაციის ლაბორატორიებმა მთელი დატვირთვით იმუშაონ, ხოლო მათ მოღვაწეობას ფსევდო ლიბერალური იდეოლოგიის მამები მიუხედავად უამრავი სკანდალისა მაინც შეუფერხებლად უზრუნველყოფენ…”
|
|
|
გარყვნილი დასავლეთი ვერ დაგვიცავს
|
|
|
|
ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი ტვ-ის წამყვანი: „ეხლა მე მინდა განახოთ, ამ სტოლტენბერგის სურათი ვანახოთ ერთი. კაცი, რომელსაც აგერ, აი, ელგებეტე დროშას აფრიალებს, ეს კაცი დაგვიცავს ჩვენ...? ამის იდეალი და... ამისთვის და ევროპისთვის დასაცავი ობიექტი არის, მეგობრებო, აი, ეს - გარყვნილებისა და სოდომიის წარმომადგენლები. ესენი იცავენ მარტო ამათ. ამიტომაც არის, რომ... იმაში კი არ გვეხმარებიან, აფხაზეთი, და არა, აფხაზეთი და სამაჩაბლო კი არაო, თქვენ, აი, იმ ფერის გახდით, რა ფერის დროშაც უკავია, აი, ესეთები გახდითო ყველაო. ამათმა ვინ უნდა დაიცვას?... ერთადერთი მათი დაცვის ობიექტი არის ეს სოდომისტები.“
ზურა მახარაძე, პოსტვ-ის წამყვანი: “...მესამე მსოფლიო ომი თუ იწყება, პიდარასტებზე რატო ვაკეთებთ ფსონს?!”
|
|
|
რუსეთი დასავლეთის საპირწონედ
|
|
|
|
ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი TV-ის წამყვანი: „ევროპული ღირებულებები, დღეს არის სწორედ სოდომისტური ღირებულებები და თუ არ გვინდა, რომ ჩვენ დავიღუპოთ და დავიქცეთ, როგორც სოდომ-გომორი დაიქცა, მაშინ უნდა გავაკეთოთ არჩევანი იმ ქვეყნისკენ, სადაც ეს არი აკრძალული. ეხლა ვიღაცა იტყვის: აუ ეს, ეხლა ისევ რუსული პრო... აბა, სხვა გზა არ არის, მეგობრებო. ერთადერთი რუსეთში არის ეს აკრძალული, ბელორუსში არის ეს აკრძალული და აგრეთვე პოსტსაბჭოურ ქვეყნებში. ამიტომ უნდა გავაკეთოთ არჩევანი, და მე ნამდვილად არ მინდა ის ლოზუნგი „დავეწიოთ და გავასწროთ ამერიკის შეერთებულ შტატებს“, აი, ამაში…”
|
|
|
|
|
|