Copy
View this email in your browser
 
ტენდენციები

 

დეკემბრის თვეში შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა:

  • ქსენოფობიური გზავნილები უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოსთვის საფრთხის კონტექსტში განიხილავდა, ქართველი ქალის ქორწინებას უცხოელ კაცზე კი ეროვნულ ტრაგედიად წარმოაჩენდა. გასული თვეების მსგავსად, ეთნიკური უმცირესობები შრომით ბაზარზე ქართველების კონკურენტებად განიხილებოდნენ. კვლავ გვხვდებოდა ძველი გზავნილი, რომ თურქეთისა და აზერბაიჯანის ექსპანსიონისტური მიზნებისგან საქართველოს დაცვა მხოლოდ რუსეთს შეუძლია. 
  • თურქოფობიურ გზავნილებს შორის ფიგურირებდა “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის მტკიცება, რომ ყოფილმა ხელისუფლებამ ისტორიული წარსული გააყალბა და ხრესილის ომის მემორიალიდან თურქეთის მტრობის მტკიცებულება წაშალა. 

  • არმენოფობიური კომენტარი ერთ შემთხვევაში გვხვდებოდა და სომხურ იდენტობაზე ხაზგასმით კონკრეტული ოპოზიციური პარტიის წევრების დისკრედიტაციას ცდილობდა.

  • რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციული განცხადებები ანტიკათოლიკურ და ისლამოფობიურ გზავნილებს აერთიანებდა. ეს უკანასკნელი საქართველოს პარლამენტში მუსლიმი თემის ინტერესების ლობირებას მიუღებლად მიიჩნევდა, ჰომოსექსუალობას კი მუსლიმური სამყაროსთვის დამახასიათებელ უწმინდურებად წარმოაჩენდა. ანტიკათოლიკური გზავნილები რომის პაპს ჰომოსექსუალი ადამიანების მხარდაჭერის გამო კიცხავდა.

  • ჰომოფობიურ ნარატივებს შორის გვხვდებოდა სასულიერო პირებისა და “ალტ-ინფო/კონსერვატიული მოძრაობის” ექსტრემისტული განცხადებები, რომლებიც ლგბტქია+ ადამიანებზე ძალადობას ამართლებდნენ, ჰომოსექსუალობის წინააღმდეგ რუსეთში მიღებულ კანონს კი კვლავ სანიმუშოდ სახავდნენ. იგივე აქტორები ჰომოფობიას, ინცესტსა და პედოფილიას ერთ სიბრტყეზე განიხილავდნენ და ერთმანეთთან მანიპულაციურად აკავშირებდნენ, შემოქმედებით სფეროს კი ლგბტ პროპაგანდის გავრცელებას ედავებოდნენ. ერთ შემთხვევაში ლგბტ იდეოლოგიათან იყო დაკავშირებული პრაღაში, კარლის უნივერსისტეტში მომხდარი სროლაც

  • ქართული ოცნების წევრი დასავლეთს ტრადიციულ იდენტობასთან ბრძოლასა და ყალბი ღირებულებების თავსმოხვევაში ადანაშაულებდა. მსგავსი ნარატივების კიდევ უფრო გააქტიურება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მოჰყვა. მკვიდრდებოდა აზრი, რომ სტატუსი მხოლოდ ლგბტქია+ ადამიანებმა იზეიმეს, რადგან ევროკავშირი სწორედ მათ უფლებრივ და ფინანსურ მდგომარეობას გააუმჯობესებს, ტრადიციულ იდენტობასთან ბრძოლას კი გააძლიერებს. ევროდირექტივად და გამოხატვის თავისუფლებისადმი ორმაგ მიდგომად ფასდებოდა ევროკავშირის დროშის დაწვისთვის ადამიანის დაკავება

  • სექსისტური სიძულვილის ენის სამიზნეები ქალი პოლიტიკოსები, უფლებადამცველები, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია და მომღერალი ქალები გახდნენ.

ქსენოფობია

ქსენოფობიური განცხადებების ნაწილი ეთნიკურ უმცირესობებს საფრთხედ განიხილავდა, ამავე მიზეზით ქართველი ქალის უცხოელთან ქორწინებას, მისგან შვილების გაჩენას მიუღებლად წარმოაჩენდა. კვლავ მეორდებოდა  გზავნილი, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები შრომით ბაზარზე ქართველებს კონკურენციას უწევენ.

ქართველი ქალის ქორწინება უცხოელთან/შვილების გაჩენა მიუღებელია

თეოდორე გიგნაძე, დეკანოზი: “გათხოვდა ქართველი ქალი ირანში და იმის ნაშიერმა, შვილიშვილმა, მოაოხრა საქართველო. თან თვითონ ზრდიდა. ხო იცით, ბებიებს შვილიშვილი როგორ უყვართ?! აი, ესე საყვარელი და ქართულად ბწყინვალედ საუბრობდა შაჰ აბასი. პირველი ენა ქართული იყო, რითაც მან საუბარი დაიწყო. აი, ეს არის ტრაგედია ჩვენი ქართველი ერისა, გნებავთ, ქართველი ქალის”.

უცხო ქვეყნის მოქალაქეები ქართველებს სამუშაო ადგილებს ეცილებიან

ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი TV-ის წამყვანი:  “ისედაც ირანელებით და ათასი გადამთიელებით არის დახუნძლული ჩვენი ქვეყანა. ეს ყველაფერი ჩვენს შრომის ბაზარსაც ურტყამს. ახალი სამუშაო ადგილები იქნებაო და დასაქმდება აფრიკიდან ჩამოსული ხალხი”.

უცხო ქვეყნის მოქალაქეები დემოგრაფიული ექსპანსიის საფრთხეა

დიტო ჩუბინიძე, სეზონი TV-ის თანაწამყვანი: “არაბებმა ქართველები ცემეს და ერთი ამბავი იყო. ვიღაც ბიჭი გულიანად, აი, განწირული ხმით ყვიროდა… ძარღვებში სისხლი გამეყინა, რო ეს ბიჭი, ქართველი ბიჭი, ყვიროდა ხმამაღლა, რო აი, ესე გვიშვებიანო… ხალხო გამოდით და ხმა ამოიღეთო… მე დავინახე ამაში განწირული საქართველოს კივილი და ყვირილი, როგორც, აი, ედვარდ მუნკის კივილი არსებობს ხო, აი, ეს ყვირილი დავინახე და გამოფხიზლდით, ქართველებო, თორე ჩვენ გაგვაგდებენ ამ ქვეყნიდან”.

დიტო ჩუბინიძე, სეზონი TV-ის თანაწამყვანი: “შარშანდელი მონაცემებით, საქართველოში ორსული ქალების მხოლოდ 30% იყო ქართველი, დანარჩენი იყო არაქართველი... გაგვაგდებენ ჩვენ აქედან... როგორც აფხაზეთიდან გამოგვაგდეს, აი, ასე გაგვაგდებენ თბილისიდან და დანარჩენი საქართველოდან”.

თურქოფობია

სეზონი TV-ის წამყვანები ყოფილ ხელისუფლებას თურქეთისა და ამერიკის დაკვეთით ისტორიის გაყალბებაში და ხრესილის ომის მემორიალიდან სიტყვა “თურქის” წაშლაში ადანაშაულებდნენ. მეზობელი ქვეყნის მოქალაქეები კვლავ საფრთხედ, მათთან ქორწინება კი მიუღებლად იყო წარმოჩენილი. თურქული ექსპანსიის შემაკავებელ ძალად რეგიონში ისევ რუსეთი სახელდებოდა.

ყოფილმა ხელისუფლებამ თურქეთის ისტორიული მტრობის მტკიცებულება წაშალა

დიტო ჩუბინიძე, ასავალ-დასავალის ჟურნალისტი: “ისიც საინტერესოა, რამდენი გადაუხადეს ნაძირალა [მიხეილ] სააკაშვილსა და მის ადგილობრივ ხელისბიჭებს თავიანთმა ევროპელმა, თურქმა თუ ამერიკელმა პატრონებმა საქართველოს ისტორის გაყალბებაში, როცა ნაცრეჟიმის ზეობის ჟამს ხრესილის ველზე დადგმული წარწერა გადაფხიკეს და ტექსტიდან “თურქის” ხსენება სამარცხვინოდ გააქრეს”.

მეჩეთების მშენებლობა თურქული ფულით მიუღებელია

ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი TV-ის წამყვანი: “მეჩეთის წინააღმდეგი კი არ არის ვინმე მაგრამ, თურქული ფულით რომ არ უნდა აშენდეს, თუ რაღაცა ეხლა ჩვენ მუსლიმი ძმები გვყავს და ამას ვერავინ ვერ გაექცევა მაგრამ, ეს რომ არ უნდა აშენდეს თურქული ფულით…”

ქართველი ქალის ქორწინება თურქ კაცთან მიუღებელია

ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი TV-ის წამყვანი: “ქართველი ქალები კლდიდან ვარდებოდნენ, რომ არ გაყოლოდნენ უცხოელებს და დღეს ყოველწლიურად 800 ქალი თხოვდება თურქ მამაკაცზე... კლდიდან კი არა დღეს მანქანაში უხტებიან”.

თურქეთის მოქალაქეები დემოგრაფიული ექსპანსიის საფრთხეა

ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი TV-ის წამყვანი: “დავით აღმაშენებლის გამზირზე თურქები გრიმიტობენ და ქართველი გოგოები მიყავთ და ბოდიში და მთელი სტრიპტიზი და ბოზობა და ჩათლახობა მიდის და ჩვენ ვუყურებთ ამას ესე მშვიდად. დავითმა თურქ-სელჩუკები დამარცხა და ჩვენ შემოვიყვანეთ მათი შთამომავლები და აგერ პროსპექტი მივეცით. აი, რა ბედის ირონიაა”.

თურქეთის ექსპანსიისგან საქართველოს დაცვა მხოლოდ რუსეთს შეუძლია

ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი TV-ის წამყვანი:  “რუსეთი თუ დაიშალა, ჯერ ეს ერთი, რომელი ჭკუათმყოფელი, მაინტერესებს ერთი, ფიქრობს იმას, რომ აფხაზეთს და სამაჩაბლოს თურქეთი დაუშვებს (ან მეზობელი ქვეყნები), რომ ჩვენ წავიღოთ და თურქეთი აქ დადგება და დაელოდება იმას, რომ საქართველო... ერთადერთი ამ რუსეთის გამოა, რომ აჭარა არ მიაქვს, თორემ ეს რუსეთის ბარიერი თუ მოიხსნება, მეორე დღესვე შეგრიხინდება ერდოღანი ბათუმში.“

არმენოფობია

სომხური იდენტობის ნეგატიურად წარმოჩენა

გიორგი გურგულია, მსახიობი, რეჟისორი: “მაგის [მიხეილ სააკაშვილის] პარტიაში ხალხი ფულის გამოა შეკრებილი და მათი მხარდმჭერების უმრავლესობაც გვარგადაკეთებული სომხებია”.

ანტიაზერბაიჯანული

ეთნიკური აზერბაიჯანელების გამრავლება საქართველოსთვის დემოგრაფიულ პრობლემად განიხილებოდა, მეზობელი ქვეყნისგან თავდაცვის გზად კი რუსეთის მფარველობის ქვეშ ყოფნა სახელდებოდა.

ეთნიკური აზერბაიჯანელების გამრავლება დემოგრაფიული ექსპანსიის საფრთხეა

ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი TV-ის წამყვანი: “დღეს საქართველოში მრავლდება მხოლოდ არაქართველები... დღეს საქართველოში ყველაზე უფრო დიდი გამრავლების პროცესი არის აზერბაიჯანულ ეთნოსში”.

აზერბაიჯანისგან ჩვენი დაცვა მხოლოდ რუსეთს შეუძლია

ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი TV-ის წამყვანი: “როდესაც შენ რუსეთთან მოაგვარებ საკითხს, მერე ვერც გარეჯს წაგართმევენ, ვერც ჰერელებს დაგვიჩაგრავენ... რუსეთს საქართველო ჭირდება დასაყრდენად და რა ვიცი, უნდა შევცვალოთ პოლიტიკა”.

რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია

რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციული განცხადებები ანტიკათოლიკურ და ისლამოფობიურ გზავნილებს მოიცავდა. კათოლიკური ეკლესიის მეთაურის წინააღმდეგ ნარატივები რომის პაპის მიერ ჰომოსექსუალი ადამიანების მხარდაჭერას უკავშირდებოდა. ისლამოფობიურ გზავნილებს ერთი და იგივე ავტორები ჰყავდა, სეზონი TV-ის წამყვანები დამოუკიდებელ დეპუტატს, ტარიელ ნაკაიძეს საკანონმდებლო ორგანოში მეჩეთების მშენებლობის თემის ლობიერებისთვის აკრიტიკებდნენ, ჰომოსექსუალობას კი წარსულში მუსლიმური ქვეყნებისთვის დამახასიათებელ გარყვნილებად წარმოაჩენდნენ.

რომის პაპი ლგბტ აქტივისტია

გიორგი ხარიბეგაშვილი, კონსერვატიული მოძრაობა: “დღეს რომის პაპი გახდა ლგბტ აქტივისტი, ეს ჩემი მოგონილი ხომ არ არის, არა? თან წარმოიდგინეთ, როგორი რომის პაპი, ეს რომის პაპი დღევანდელი არის “იეზუიტების ორდენის” ერთ-ერთი წარმომადგენელი და იეზუიტები კათოლიკეებში კიდევ ყველაზე უფრო კონსერვატორები არიან და ბიჭო, ყველაზე კონსერვატიული ორგანიზაციის ყველაზე კონსერვატიული ფრაქციის პაპი თვითონ გახდა ლგბტ აქტივისტი, აი, რაღაზე არის საერთოდ საუბარი”?!

საკანონმდებლო ორგანოში მეჩეთების მშენებლობის თემის ლობირება მიუღებელია

 

დიტო ჩუბინიძე, სეზონი TV-ის თანაწამყვანი: “პარლამენტში გვიზის ჩვენ ტარიელა ნაკაიძე… ბოკერიას პარტიული სიით შევიდა, ეს ქვეწარმავალი შეძვრა საქართველოს პარლამენტში და გაიძახის, რომ მეო, სულ არ მაინტერესებსო ტაო-კლარჯეთშიო ქართული ეკლესია-მონასტრებიო, მეჩეთები უნდა გავხსნათ საქართველოშიო… ამას სახელი მაინც შეუცვალეთ და დაარქვით ჯალალედინ ნაკაიძე მაინც იყოს, ან რაღაცა შაჰ-აბას ნაკაიძე მაინც დაარქვით, რა… ნუ, ახლა ბოკერია აბა ვის შეიყვანდა პარლამენტში, ამნაირს შეიყვანდა, აბა ვინ ჯანდაბას შეიყვანდა“!

ჰომოსექსუალობა მუსულმანური ქვეყნებისთვის იყო დამახასიათებელი

დიტო ჩუბინიძე, სეზონი TV-ის თანაწამყვანი: “ეს უკუღმართი და ეს ბილწი ტრადიცია მუსლიმანური სახელმწიფოების, მუსლიმანური სამყაროსათვის ეს დამახასიათებელი იყო… ვინც ვერ ეტევით ჩარჩოებში და ვერ ყენდებით, წადით თურქეთში, მიიღეთ თურქეთის მოქალაქეობა, წადით ირანში, მიიღეთ ირანის მოქალაქეობა, თუმცა დღევანდელი შარიათის კანონების მიხედვით სიკვდილით ისჯება ეს ურთიერთობები იქა და იქნება იქ სული ამოგხადონ და მოგკლან და ჩამოგკიდონ იმ ზნეობრივმა პოლიციამ, იმიტომ რომ აქ საქართველოში უზნეობა არი გამეფებული, ხოდა  მოგვშორდით და გაგვანებეთ თავი…”

ჰომოფობია

 

ჰომოფობიურ ნარატივებს შორის დომინირებდა მტკიცება, რომ ქართული ფილმები და სერიალები ლგბტ პროპაგანდას ეწევიან. მათ შორის, სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებში” ბავშვი პერსონაჟის მიერ წარმოთქმული ფრაზა, რომ ბიჭები არ მოსწონს, ბავშვთა გეი პროპაგანდასთან იყო გაიგივებული. “ალტ-ინფო-კონსერვატიული მოძრაობა” რუსეთის მხრიდან “გარყვნილი” საქართველოს ოკუპაციას ლეგიტიმურად მიიჩნევდა, რუსეთში ჰომოსექსუალობის წინააღმდეგ მიღებულ კანონს კი კვლავ სანიმუშოდ სახავდა. მათთან ერთად ჰომოსექსუალებზე ძალადობას სასულიერო პირებიც ამართლებდნენ. ჰომოფობიურ კონტექსტში განიხილებოდა 21 დეკემბერს, პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმა, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა. 

შემოქმედებით სფეროში ლგბტ პროპაგანდა მიმდინარეობს

 

შოთა მარტინენკო, კონსერვატიული მოძრაობა: “ჯერ იმ ბავშვს რომ იღებენ [„ჩემი ცოლის დაქალებში“], მაგის უფლებების დარღვევა არ არი ეგ? … ასეთ რაღაცეებზე ამ ტექსტს რომ ალაპარაკებენ, სრული პიდარასტობის ნორმალიზაციის ტექსტს, რა, ეგ არ არის ამ ბავშვის უფლებების შელახვა? [...] ამას ჩვენ აღვკვეთავთ კაცო, ჩვენ! მეტი მე არავისი იმედი არა მაქვს ამ ქვეყნად, ჩვენ მე ვგულისხმობ კონსერვატორებს და ნორმალურ ხალხს, ჯანსაღ ხალხს და ეს ხალხი დაისჯება, ეხლა ვინც ასეთ რაღაცებს აკეთებთ, იცოდეთ, ყველანი დაისჯებით”!

შალვა რამიშვილი, POSTV-ის წამყვანი:  “[სერიალ მარადიულებში] ერთ-ერთ სუპერ გმირს ყავს ცოლი თუ ქმარი იგივე სქესის. კაცი კაცს ყავს… როგორც ჩანს ეს ტენდეცია მძლავრობს და გაგრძელდება. მუტფილმები ვნახეთ ესეთი…”

გიორგი ხარიბეგაშვილი, კონსერვატიული მოძრაობა: “აი, წიგნის მაღაზიაში შედიხარ, სულ ფემინური ბიჭები რატო არიან გამყიდველები, ან გოგო, რომელიც ქალს არ ჰგავს აი, რაღაც საშუალო სქესის ადამიანი რატო გამოდის? იმიტომ, რომ გაჩვენებენ, ნახე, რომ ასოცირდეს, რა, წიგნი, ინტელექტი და სექსუალური გაურკვევლობა ე.ი ერთმანეთთან რომ ასოცირდეს, ამას ნერგავენ”.

პრაღაში უნივერსიტეტში მომხდარი სროლა ლგბტ იდეოლოგიას უკავშირდება

დიტო ჩუბინიძე, ასავალ-დასავალის ჟურნალისტი: “სწორედ ღმერთის სიკვდილის, ანუ ამ ახალი იდეოლოგიის, გეი-ფშიზმისა და ლგბტ დიქტატურის გამოძახილია ის, რომ დავიდ კოზაკმა შუა პრაღაში სტუდენტები დახოცა…"

რუსეთის მხრიდან “გარყვნილი” საქართველოს ოკუპაცია გამართლებულია

გიორგი ქარდავა, კონსერვატიული მოძრაობა: “რა აფხაზეთი, საერთოდ რატო უნდა გაჩვენონ თქვენ, ვინც ამ აზრზე ხართ ან, რაც გაქვთ, ისიც რატო არ უნდა წაგართვან?! აი, მე რომ ვიყო რუსი ეხლა, რატო არ უნდა წაგართვათ ყველაფერი ამ პიდარასტებს და ბოზების შთამომავლობას? რატო უნდა გეკუთნოდეთ თქვენ რამე საერთოდ?! ამ ქვეყანაში რომ არ იყოს კიდე ჯანსაღი ხალხი, ეკლესია რომ არ იყოს და შემობრუნების პერსპექტივა რომ არ იყოს ამ ყველაფრის და უკან, სოროებში რომ არ შეგაძვრინოთ, მაგის შანსი რომ არ იყოს, რატო უნდა იარსებოს ასეთმა ქვეყანამ, მითხარით ვინმემ”.

ჰომოსექსუალობის წინააღმდეგ ძალადობა გამართლებულია

ბასილ ახვლედიანი, დეკანოზი: “შენ რომ გამოსცე კანონი, ის, რომ პატივი უნდა სცე ამ სოდომიტურ გარყვნილებას… შენ ურტყამ პირდაპირ რჯულს, ხო? და აქ უკვე უპირისპირდები მართლმადიდებელ ქრისტიანებს და უპირისპირდები შენი ერის 80%-ს და ამ ერის 80%-ში რომ ხვალ და ზეგ, ბუნებრივია, ვიღაცა მებრძოლი 5-10%, რომელიც არის, იქიდან ვიღაცა კიდევ ისეთი წარმოჩინდება, რომელიც წინამძღვრად დაუდგება ამ ადამიანებს, დავუშვათ და მოხდება რაღაცა სისხლის ღვრა, მოხდება დაპირისპირება, მოხდება არეულობა,  ეს ნებისმიერ შემთხვევაში მოხდება, თუ ეს ასე გაგრძელდება.“

გიორგი ქარდავა, კონსერვატიული მოძრაობა: “კაცო, უნდა გავაცნობიეროთ, რომ “არასოდეს არ უნდა დაგმო ძალადობა”, რას ქვია, ანუ ეს პიდარასტები არ გმობენ ძალადობას და მე უნდა დავგმო? ...საუკუნოვანი ისტორიის  გადახაზვა რომ არ მოხდეს და უარყოფა საერთოდ იმ ყველაფრის, რისთვისაც  ათასობით ქართველმა, რა ვიცი, წმინდანმა თავისი სიცოცხლე დათმო ამის გამო, რომ  ჩვენ 5 ივლისი მოვაწყვეთ ანუ ამაზე ჩვენ რაღაცნაირად ამას უნდა გავემიჯნოთ თურმე იმ შიშით, რომ ვიღაცა ლიბერალმა რაღაცა მოძალადე არ დამიძახოს, რა სისულელეა, ხალხო. ძაან მარტივადაა, კაცო, ან ჩვენ მოვიგებთ ან ისინი მოიგებენ”.

ჰომოსექსუალობა, რუსეთის მსგავსად, კანონით უნდა აიკრძალოს

ზურა მახარაძე, ალტ-ინფოს წამყვანი: “მე ცოტა დაგიმატებ კიდევ, რო ამბობდნენ რუსული კანონი, პირდაპირ ეხლა ვიტყვი რომელი რუსული კანონის მიღებას ვემხრობი, ადრეც ხო ვთქვი, რუსეთში უმაღლესმა სასამართლომ რო აკრძალა ლგბტ მოძრაობა, მაგ რუსული კანონის მიღებას ვაპირებთ…”

თუ ჰომოსექსუალობა მისაღებია, ინცესტი და პედოფილიაც მისაღებია

ზურა მახარაძე, ალტ-ინფოს წამყვანი: “აქ ვართ პედოფილების საზოგადოება, გამოგიცხადებს ეგრე ტიპი ან ვიღაცა მოვა და იტყვის, რო ზრდასრულ 2 ადამიანს თქვენ ვიღაცა 2 პიდარასტს თუ არ უშლით ხელს, ორ ლეზბიანკას თუ არ უშლით ხელს, აგერ არი დედა და შვილი, ორივე 18  წელს ზემოთ არის, რას ერევით მაგათ პირად ცხოვრებაში, უნდათ ერთმანეთთან სექსუალური კავშირი და ლოგიკურად შენ ამ ლოგიკურ პარადიგმაში თუ ხარ, მაგას რას პასუხობ, გაუგებარია. შენ თუ ობიექტურად ცალკე არსებული სიკეთე და ბოროტება, ჭეშმარიტება არ გაქვს და უბრალოდ აღქმები არი, მაგას სინამდვილეში ვერაფერს ვერ პასუხობ”.

ანტიდასავლური

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ ანტიდასავლური გზავნილები რამდენიმე მიმართულებით გააქტიურდა. დომინირებდა მოსაზრება, რომ სტატუსი გააძლიერებს ლგბტ პროპაგანდას, გარყვნილი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და ტრადიციულ იდენტობასთან ბრძოლას. ამავე გზავნილების ავტორების მტკიცებით, სტატუსის მიღება მხოლოდ ლგბტქია+ თემის წევრებმა იზეიმეს. ევროდირექტივად და გამოხატვის თავისუფლებისადმი ორმაგ მიდგომად შეფასდა პრორუსული “ალტ-ინფოს” მხარდამჭერის მიერ მცხეთის მერიის შენობაზე აღმართული ევროკავშირის დროშის დაწვა.

დასავლეთი ებრძვის ტრადიციულ იდენტობას/თავს გვახვევს მიუღებელ ღირებულებებს

 

ოლეგ იაძე, ქართული ოცნება: “30 წელზე მეტია, დასავლეთი ქართველი ხალხისთვის ტვინის გამორეცხვაზე მუშაობს. ამ ექსპერიმენტის მიზანია, დაგვავიწყოს ათასწლოვანი ტრადიციები, ზნეობა, კულტურა და გმირული წარსული, ყალბი ღირებულებებით გამოგვიჭედოს გონება”.

კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ ჰომოსექსუალობის თავსმოხვევა  გაძლიერდება

ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი TV-ის წამყვანი: “უფრო კანონებს მიგვაღებინებენ კიდე, კაცმა არ იცის კიდე კარგია თუ ცუდი, იმიტო რო აქამდე ხო იყო დაწოლა, ეხლა ამ კანდიდატის სტატუსის მერე  ათჯერ მეტი დაწოლა იქნება. გვეტყვიან, აბა ის მიიღეთ, აბა ეს მიიღეთ, ის მიიღეთ და თუკი არ იქნება ხელისუფლება ცოტა მოწოდების სიმაღლეზე, შეიძლება რუსთაველზე კი არა, პარლამენტში ჩაატარონ შუა სესიაზე გეი აღლუმი…”

კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ლგბტქია+ ადამიანებმა იზეიმეს

 

ტრისტან წითელაშვილი, სამხედრო ექსპერტი: “ზეიმობს პატარა მცირე ჯგუფი, ლგბტ ფაშისტური ორგანიზაციები? სწორედ ამათთვის არის ეს ყველაფერი, სწორედ ამათ აქვთ ეს საზეიმოდ საქმე და სწორედ ამათი ბიუჯეტი გაიზრდება…”  


გიორგი ქარდავა, კონსერვატიული მოძრაობა: “აი, რეალურად, ვის გაუხარდა ეს სტატუსი… რეალურად, გულწრფელად, მთავარი ბენეფიციარები ვინ არიან… ეს ხალხი არის, მეგობრებო, თბილისი პრაიდის ორგანიზატორები, ანუ პიდარასტები არიან, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, რა... პიდარასტების ბოსები არიან, მთავარი პიდარასტები არიან, არა მთავარი პიდარასტები ბრიუსელში და ვაშინგტონში ზიან, მარა ანუ მთავარი პიდარასტების, აქაური მთავარი პიდარასტები, ხოდა აი, ამათ ეტყობათ, რომ მართლა გულწრფელად უხარიათ.“

ევროკავშირს გამოხატვის თავისუფლებაზე ორმაგი მიდგომები აქვს

 

შოთა მარტინენკო, კონსერვატიული მოძრაობა: “ათწლეულები გვაჩვევდნენ ჩვენი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის ატანას, მაგას გვეუბნებოდნენ, რომ ეს ჯდება გამოხატვის თავისუფლების სტანდარტში, გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენი ტრადიციების, ჩვენი ფასულობების, ერის შეურაცხყოფა შეიძლება არ მოგვწონს, მაგრამ ეს უნდა ავიტანოთ, იმიტომ რომ სიტყვის თავისუფლება ამას მოითხოვს… შემდეგ უკვე გადავიდნენ იმ ეტაპზე, სადაც ევროკავშირის დაკვეთით, პირდაპირ მოითხოვეს, დასჯადი გახდეს მათი გრძნობების შეურაცხყოფა. ამ ევროკავშირის გადაწყვეტილება იყო ეს, მათი დირექტივის შემდეგ მოხდა აქ, რომ ჯარიმა დაწესდა [დროშის დაწვაზე] და შემდგომ უკვე პატიმრობაზე გადავიდნენ”.

 

ლაშა შარუხია, ევროკავშირის დროშის დაწვისთვის დაკავებული: “თუ შემეკითხებით, მე დავწვი თუ არა ევროკავშირის დროშა, გეტყვით, დიახ, მე დავწვი, ომახიანად ვაღიარებ და აღვასრულე ნება ღვთისა. როდესაც მე ვხედავ ჩემს ქვეყანაში, თუ როგორ იწყება სკოლებში რელიგიის აკრძალვა და შეაქვთ სექსოლოგიის გაკვეთილები, როგორ ინგრევა ქართული ოჯახები იმის მიზეზით, რომ მეუღლეებმა იკამათეს და ამის გამო კაცი დააპატიმრეს, როგორ უწევენ გეი და ელგებეტეებს პროპაგანდას და ასე შემდეგ… ჩათვალე, რომ ომია, ომია თვით ანტიქრისტესთან და უფლის მადლით ჩემს წმინდა ქალაქ მცხეთაში დიდი დარტყმა განვახორციელე… დავწვი, დავადნე, გავანადგურე, გავაქრე ის ევროკავშირის დროშა, რომელიც ყოველივე ამის უზნეობის მიზეზია და მომტანია ამ გარყვნილებისა და გახრწნილების”.

გარყვნილი დასავლეთი VS ტრადიციული, იდენტობის დამცველი რუსეთი

 

ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი TV-ის წამყვანი: “მე რომ ჩავედი იქ [რუსეთში], დავინახე ის საქართველო, რომელიც იყო ადრე ჩემს ბავშვობაში... ადამიანებს ადამიანურად აცვია, ქალი ქალია, კაცი კაცია და რაღაცა ის დავინახე, რაც ჩვენ გვაკლია და ჩვენთან არის ჯოჯოხეთი. დღეს ამერიკამ საქართველოს შეუქმნა ჯოჯოხეთი”.

ქალებზე ძალადობა დასავლეთის მოგონილი პრობლემაა/მოძალადე კაცები დასავლეთის პატიმრები არიან

 

გიორგი ხარიბეგაშვილი, კონსერვატიული მოძრაობა: “ამათ ფანტაზიას საზღვარი არა აქვს და დასავლეთში უკვე იქამდე მივიდნენ, რომ ვიღაცებს უჩივის ქალი, რომ აი, ამან გამაუპატიურა 25 წლის წინ, ან ჩემზე სექსუალურად იძალადა, ან შემავიწროვა სექსუალურად და წადი შენ და თან შენ უნდა დაამტკიცო, რომ ეს ვიღაცა ქალი 25 და 30 წლის წინ არ  გაგიუპატიურებია. აი, ასეთ აბსოლუტურ სისულელეებამდე მივიდნენ”.


ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი TV-ის წამყვანი: “ქართველი კაცი, ხომ მოძალადე გამოიყვანეს... “ყველა ციხეში” იყო ლოზუნგი სააკაშვილის და ეს იყო ამერიკელების ლოზუნგი და ეხლა არის: “ყველა კაცი ციხეში”. ეს არის ლოზუნგი, უკვე რომელიც ამ ხელისუფლების დროს შემოვიდა.“

სექსისტური სიძულვილის ენა

დეკემბრის თვეში სექსისტური სიძულვილი ენა კვლავ მიემართებოდა პრეზიდენტ ზურაბიშვილს, ოპოზიციონერ და უფლებადამცველ ქალებს. ასევე, სექსისტური ენის სამიზნეები გახდნენ მომღერალი ირმა სოხაძე, რომელმაც სკოლებში სექსუალური განათლების საჭიროებაზე ისაუბრა და ნანი ბრეგვაძე, რომელსაც ლგბტ თემის ღონისძიება, “დრეგ ბოლში” მონაწილეობას გეგმავდა. 

გენდერული სტერეოტიპებით გაკიცხვა

შოთა ხაბარელი, ქართული ოცნება: "თქვენ [ირაკლი მეძმარიაშვილო] თვითონ იყავით კორექტული, იწყევლებით ქალივით".

სექსიზმი/მიზოგინია

ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი TV-ის წამყვანი: “ზოგიერთი ქალი თუ ხითხითებთ ეხლა “ჰი, კაცებიც დასაცავი ხართ“, ჰოდა, აი, რო იხითხითებთ, სამსახურებს რო ვერ იშოვით კერძო სამსახურებში, მერე, აი, ბოლომდე იხითხითეთ! მე ძალიან ბევრი ვიცი მეწარმე, რომელიც არ აიყვანს ქალს სამსახურში და რატო, იცით უკვე იმიტომ, რომ ეშინიათ! აი, ამ ბაია პატარაიების გამო ბევრი ქალი სამსახურის გარეშე რჩება“.

 

გონებრივი შესაძლებლობების ნიშნით შეურაცხყოფა/დაცინვა

დიტო ჩუბინიძე, სეზონი TV-ის თანაწამყვანი: “ამ ქალის[სალომე ზურაბიშვილი] არჩევა როგორ შეილებოდა, ამ შიზოფრენიკი, ამ შიზოიდი ქალის, ესე იგი როგორ იქცეოდა… რა ქართულით ლაპარაკობს, რით ვერ ისწავლა ენა ქართული, რით ვერ ისწავლა ამ ქალმა ენა ქართული, კაცო. რა გახდა, რა უბედურებაა, ესეიგი ჩინურს ისწავლიდა ამდენიხნის განმავლობაში საშუალო გონებრივი შესაძლებლობების ადამიანი”.

ეიჯიზმი

ბასილ მკალავიშვილი, სასულიერო პირი: “ქალბატონო ნანი, ამ სიბერის ჟამს რა გეპრაიდებათ”?
 

ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი TV-ის წამყვანი: “დაწაფულია ჩვენი ირმა სოხაძე და უნდა რო ისიც გახდეს სექსუალური მასწავლებელი, სექსუალური მასწავლებელი კი არა სექსის მასწავლებელი, თორე სექსუალური მასწავლებელი სამწუხაროდ ასაკის გამო ვეღარ გახდება”.

 

დიტო ჩუბინიძე, სეზონი TV-ის თანაწამყვანი: “ქალბატონო ნანი [ბრეგვაძე], მე მინდა მოგმართოთ, სად მიდიხართ ეს ასაკოვანი ქალბატონი? იქ გინდათ კაბაში გამოწყობილი ელტონ ჭყონია ნახოთ? თუ რა უბედურებაა ეს? სად მიდიხართ, ქალბატონო ნანი, სად მიდიხართ”?

სლატშეიმინგი

 

გრიშა ონიანი,  საზოგადოება სტალინი: “ეს არაქალი ესა [გიული ალასანია], როდესაც მისი  ბიჭი კვდებოდა, მართლა კვდებოდა იმიტო, რო არ აჭმევდნენ, არ ასმევდნენ, იმიტო რო იქნება როგორმე გამოეთრიათ გარეთ, ხო და მაშინ ეს თურმე, კაცო, ლოგინს უყოფდა ვიღაც ახალგაზრდა ბიჭს, კაცო, დედამისი”.

მონიტორინგის მეთოდოლოგია ხელმისაწვდომია “არა ფობიას!” ვებ-გვერდზე: http://www.notophobia.ge

ბიულეტენი მომზადდა მედიის განვითარების ფონდის მიერ, პროგრამის “ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. ბიულეტენში მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის პუბლიკაციის ავტორებს და არ უნდა აღიქმებოდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და საქართველოს გაეროს ასოციაციის პოზიციად.

გენდერის თემატიკის კვლევა კვლევა, პროექტის  “მათი სახე - მათი უფლებები - ეთიკური მედია კავკასიაში” ფარგლებში,  მედიის განვითარების ფონდის  და  ქალები საერთო მომავლისთვის – საქართველოს” თანამშრომლობით  ხორციელდება.

 
Facebook
Website
Email






This email was sent to <<Email Address>>
why did I get this?    unsubscribe from this list    update subscription preferences
Media Development Foundation · 34/36 Kobuleti St. · Entrance I, Floor 4, Apartment # 5 · Tbilisi 0179 · Georgia