|
მაისის თვეში შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა:
-
ქსენოფობიური გზავნილები საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო ნეგატიურ კონტექსტში მოიხსენიებდა.
-
არმენოფობიური ნარატივების ავტორები “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტები იყვნენ. მათი მტკიცებით, ამერიკა საქართველოს სომხეთთან მიერთებას გეგმავს, ქვეყანაში განვითარებული პროცესები კი ამ გეგმის ნაწილია. სომხურ იდენტობაზე მინიშნება ადამიანების დისკრედიტაციის მიზნით გამოიყენებოდა.
-
თურქოფობიურ გზავნილებს შორის გვხვდებოდა “საქართველო უპირველეს ყოვლისას” დამფუძნებლის, ვატო შაქარაშვილის კონსპირაცია, რომ “გლობალურ ომის პარტიის” მიერ ომში ჩათრეული საქართველოს სამხედრო ძალით მომარაგება თურქეთის ტერიტორიიდან იგეგმება. გასული თვეების მსგავსად, “სეზონი TV” რუსეთსა და თურქეთს ერთ სიბრტყეზე, ოკუპანტებად განიხილავდა, თურქეთის მიერ მიტაცებული ქართული მიწების დაბრუნებას კი რუსეთის დამსახურებად წარმოაჩენდა.
-
კონსპირაციულ თეორიებს მოიცავდა ანტისემიტური ნარატივებიც, რომელთა მიხედვითაც, აფხაზეთის ომი ებრაელმა ოლიგარქებმა აფხაზეთის ტერიტორიიდან ადგილობრივების გასაძევებლად და იქ მეორე იერუსალიმის შესაქმნელად მოაწყვეს. “ასავალ-დასავალის” მტკიცებით კი, საქართველოსა და უკრაინაში ებრაელების ჩამოსახლება იგეგმება, რაც რუსეთს საქართველოში შემოჭრის საფუძველს მისცემს.
-
ჰომოფობიური გზავნილები მეტწილად ე.წ აგენტების კანონისა და ანტილგბტქია+ საკანონმდებლო ცვლილებების კონტექსტში გვხვდებოდა. პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე NGO-ების გამჭვირვალობის საჭიროების ერთ-ერთ არგუმენტად ლგბტ პროპაგანდას არსებობას ასახელებდა. ანტიდასავლური, კონსერვატიული აქტორების მტკიცებით, “აგენტების კანონის” საპროტესტო აქციაზე ლგბტქია+ ადამიანები თავს რელიგიურებად წარმოაჩენდნენ, რათა რევოლუციისთვის მხარდაჭერა მოეპოვებინათ. მკვიდრდებოდა აზრი, რომ ხსენებულ კანონს მხოლოდ ლგბტქია+ ადამიანები აპროტესტებდნენ და კანონის მხარდამჭერ დეპუტატებსაც სწორედ ისინი უპირისპირდებიან. კონსერვატიული მოძრაობა კვლავ ექსტრემისტულ განცხადებებს ავრცელებდა და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ძალადობას ამართლებდა. ჰომოფობიური ნარატივების დიდი ნაწილი მუსიკალურ ფესტივალს, ევროვიზიას უკავშირდებოდა.
-
ანტიდასავლური გზავნილების მთავარი თემა ევროპელი პოლიტიკოსების მიერ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონის საპროტესტო აქციის მხარდაჭერა გახდა. ამ მხრივ განსაკუთრებული დისკრედიტაციის სამიზნე ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი იყო, რომელმაც თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე მართლმადიდებელ ეკლესიასა და მმართველ გუნდს შორის კავშირი ახსენა. ქართული ოცნება და მათთან დაკავშირებული პრორუსული ძალები ამკვიდრებდნენ აზრს, რომ ევროპელ ლგბტქია+ მაღალჩინოსნებს მორალური უფლება არ აქვთ, საქართველოს ჭკუა ასწავლონ. დასავლეთი კვლავ წარმოჩენილი იყო ტრადიციულ იდენტობასა და მართლმადიდებლობასთან მებრძოლ ძალად, რომელიც თავს გვახვევს მიუღებელ ღირებულებებს.
|
|
|
|
ქსენოფობიური გზავნილები საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო კიცხავდა. “სეზონი TV” ავრცელებდა ნარატივს, რომ უკრაინელები უმადურები არიან და მათ, როგორც საქართველოს სტუმრებს, პროტესტის უფლება არ აქვთ.
|
|
|
საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს საპროტესტო აქციებში მონაწილეობის უფლება არ აქვთ
|
|
|
|
ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი TV-ის წამყვანი: “საქართველოში მცხოვრებო უკრაინელებო, ერთხელ მაინც თუ გითქვიათ საქართველოსთვის მადლობა? პირიქით, აქციაზე პირველები იქ არიან გამოჭიმებული. შენ როდესაც სტუმრადა ხარ ჩამოსული, რა უფლებით მიდიხარ ანტისახელმწიფოებრივ აქციაზე, შენ ამისთვის შემოგიშვა სახელმწიფომ”?
|
|
|
|
“ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის მტკიცებით, ამერიკა საქართველოს სომხეთთან მიერთებას გეგმავს, საქართველოში მიმდინარე პროცესები კი ამ გეგმის ნაწილია. ამავე გამოცემის ავტორი სომხურ იდენტობაზე მინიშნებით აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის დისკრედიტაციას ცდილობდა.
|
|
|
საქართველოს სომხეთთან მიერთება იგეგმება
|
|
|
|
მაყვალა ბერიანიძე, ასავალ-დასავალის ჟურნალისტი: “ყველაფერი, რაც საქართველოში ხდება, სომხეთს უკავშირდება, რადგან ამერიკის მმართველ წრეებში ისევ მოქმედებს გეგმა, რომლის თანახმადაც, 1918 წლის 10 დეკემბერს აშშ-ის სენატში შევიდა რეზოლუცია სომხეთისათვის საქართველოს მიერთების შესახებ...”
|
|
|
სომხური იდენტობის ნეგატიურად წარმოჩენა
|
|
|
|
დიტო ჩუბინიძე, ასავალ-დასავალის ჟურნალისტი: “ტერორისტ ლაზარიანს ციხის კართან დახვდნენ მშობელი დედა, ნაცტელეკანალიზაციები და ე.წ. "ჯენზი" - ერის წუმპე და სირცხვილი, გარყვნილი პროფესორების მიერ გამოზრდილ ენაგახვრეტილთა და ცხვირგაყრილთა ხროვა, რომელმაც არშესაწყალაბელს ოვაციები და დიდი მტლაშამტლუში გაუმართა”.
|
|
|
|
თურქოფობიურ გზავნილებს შორის გვხვდებოდა “საქართველო უპირველეს ყოვლისას” დამფუძნებლის, ვატო შაქარაშვილის მტკიცება, რომ გლობალურ ომის პარტიის გეგმით, ომში ჩათრეული საქართველოს სამხედრო ძალითა მომარაგება თურქეთის ტერიტორიიდან იგეგმება. კვლავ გვხვდებოდა ძველი გზავნილები, რომლებიც რუსეთსა და თურქეთს ერთ სიბრტყეზე, ოკუპანტებად განიხილავდა, თურქეთის მიერ მიტაცებული ქართული მიწების დაბრუნებას კი რუსეთის დამსახურებად წარმოაჩენდა.
|
|
|
|
ვატო შაქარიშვილი, საქართველო უპირველეს ყოვლისა: „გლობალური ომის პარტიის გეგმით, ომში ჩათრეულ საქართველოსთან მიმართებაში თურქეთმა ისეთივე როლი უნდა შეასრულოს, როგორიც პოლონეთს უკრაინასთან მიმართებაში აქვს, ანუ, როცა საქართველოს საომარი რესურსი ამოეწურება და არცერთი მეომარი აღარ დარჩება, თურქეთის ტერიტორიიდან უნდა მოხდეს ისლამისტი მებრძოლებისა და შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შემოშველება, რათა ომი მაქსიმალურად გახანგრძლივდეს.“
|
|
|
თუ რუსეთი ოკუპანტია, თურქეთიც ოკუპანტია
|
|
|
|
ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი TV-ის წამყვანი: “ახალგაზრდებზე არ მაქ საუბარი, ხანშიშესულ ადამიანებს ჭკუა აურიეს ამათმა, გამოდიან და რუსეთისკენ არ მინდა წავიდე, თურქეთი მირჩევნია, ისინი თბილად გვექცევიან. შე ტვინგაყინულო, შენ, ეს ტაო-კლარჯეთი?! თურქეთში რო ისვენებთ და თურქეთში რომ მიდიხართ სამუშაოდ, მაშინ რაღაცა უხერხულობა არ გიჩნდებათ მაგითი და ამ რუსეთმა ხო არ წაგართვათ? ოკუპაციასა და ანექსიას შორის არი უდიდესი სხვაობა… რუსეთს არ წაუღია ჯერ საბოლოოდ… იურიდიულად ამ ტერიტორიის დაბრუნება კიდევ შესაძლებელია...”
|
|
|
თურქეთის მიერ მიტაცებული ქართული მიწები რუსეთმა დაგვიბრუნა
|
|
|
|
ნიკოლოზ მჟავნაძე, წამყვანი: “ამ დროს ტაო-კლარჯეთი აგერ თურქეთმა წაგვართვა და რუსეთის დახმარებით დავიბრუნეთ აჭარა, გურია და ჯავახეთი და აი, რაღაცა ამ კუთხითაც ეკლესიამ, მე მგონი, თავის სიტყვა უნდა თქვას, რომ ადამიანებს გარკვეული სწორი გზავნილები მისცეს”.
|
|
|
|
ანტისემიტური გზავნილები კონსპირაციულ თეორიებს მოიცავდა, რომელთა მიხედვითაც, აფხაზეთის ომი ებრაელმა ოლიგარქებმა აფხაზეთის ტერიტორიიდან ადგილობრივების გასაძევებლად და მეორე იერუსალიმის შესაქმნელად მოაწყვეს. “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის მტკიცებით კი, საქართველოსა და უკრაინაში ებრაელების ჩამოსახლება იგეგმება, რაც რუსეთთან ომის საფრთხეს შექმნის.
|
|
|
აფხაზეთის ომი ებრაელი ოლიგარქების მიერ “იერუსალიმი 2-ის” შესაქმნელად იყო ორგანიზებული
|
|
|
|
მერაბ რატიშვილი, რუსეთში მოღვაწე მწერალი: “ვინ აიძულა აფხაზები და რატომ, ან ვინ აიძულა ქართველების მხარეს ხელმძღვანელობა, რომ ეს კონფლიქტი მომხდარიყო?... აფხაზეთის მხარეს აფინანსებდა ხადარკოვსკი… და თურმე ვინ დგას მის უკან? - როტშილდების ოჯახი. მაშინ იყო პერიოდი, როდესაც არჩევდნენ ვინ უნდა ყოფილიყო ოლიგარქები... და მარტო, უნდა გითხრათ, რომ ებრაული წარმოშობის ხალხმა გაიარეს ეს ტესტი… ეს ომი უკავშირდებოდა იმას, რომ უნდა გაეწმინდათ აფხაზეთის ტერიტორია ქართველებისგან და აფხაზებისგან იმისათვის, რომ მათ შორის ყუბანის მხარე, ზაპოროჟიის მხარე და ეს აზოვის სანაპირო ზოლი გადასულიყო, დნეპროპეტროვსკთან ერთად შეექმნათ იერუსალიმი ორი…”
|
|
|
რუსეთთან კონფრონტაციისთვის საქართველოში ებრაელების ჩამოსახლება იგეგმება
|
|
|
|
მაყვალა ბერიანიძე, ასავალ-დასავალის ჟურნალისტი: „თუ ამერიკამ პროექტი სახელწოდებით "ისრაელის სახელმწიფო" დახურა, მაშინ ისრაელში მცხოვრები ებრაელების ნაწილს, დიდი ალბათობით, უკრაინასა და საქართველოში ჩამოასახლებენ! ეს არის მზაკვრული გეგმა საქართველოს ასაფეთქებლად და თუ ვინმეს ჰგონია, რომ საქართველო ვიღაცისთვის პლაცდარმი გახდება და აქ რუსეთი არ შემოვა, ძალიან ცდება”!
|
|
|
ებრაელი ერის მიმართ მზარდ სიძულვილს მიზეზი აქვს
|
|
|
|
მაყვალა ბერიანიძე, ასავალ-დასავალის ჟურნალისტი: „სიძულვილი ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, მაგრამ ქალბატონ მეიცადს [ისრაელის ელჩს საქართველოში] მაინც ვეტყვი, რომ ებრაელი ერის მიმართ სიძულვილის გაზრდას თავისი მიზეზი აქვს…”
|
|
|
|
ჰომოფობიური გზავნილები მეტწილად “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” და “ფსევდოლიბერალური ღირებულებების” ამკრძალავი კანონპროექტის კონტექსტში გვხვდებოდა. პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე NGO-ების გამჭვირვალობის საჭიროების ერთ-ერთ არგუმენტად ლგბტ პროპაგანდის არსებობას ასახელებდა. ანტიდასავლური, კონსერვატიული აქტორების მტკიცებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ლგბტქია+ ადამიანები თავს რელიგიურებად წარმოაჩენდნენ, რათა რევოლუციისთვის მხარდაჭერა მოეპოვებინათ. მკვიდრდებოდა აზრი, რომ აგენტების კანონს მხოლოდ ლგბტქია+ ადამიანები აპროტესტებდნენ და კანონის მხარდამჭერ დეპუტატებსაც სწორედ ისინი უპირისპირდებიან. ალტ-ინფო/კონსერვატიული მოძრაობა კვლავ ექსტრემისტულ განცხადებებს ავრცელებდა და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ძალადობას ამართლებდა. ჰომოფობიური ნარატივების დიდი ნაწილი მუსიკალურ ფესტივალს, ევროვიზიას უკავშირდებოდა.
|
|
|
|
NGO-ების გაუმჭვირვალობა ლგბტ პროპაგანდისთვის გამოიყენება
|
|
|
|
ირაკლი კობახიძე, პრემიერ-მინისტრი: “NGO-ებისა და შესაბამისი მედიასაშუალებების გაუმჭვირვალობა გამოიყენება მათ მიერ იმგვარი საქმიანობის განსახორციელებლად, რომლებიც ქართული სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესებს პრინციპულად ეწინააღმდეგება, ესაა ნარკოტიკების პროპაგანდა, ლგბტ პროპაგანდა, მართლმადიდებელ ეკლესიაზე პერმანენტული შეტევა, რელიგიური სარჩულით პოლიტიკური ინტერვენცია, სახელმწიფო ინსტიტუტების შერყევის მცდელობა, სტრატეგიული ეკონომიკური პროექტების განხორციელებისთვის დაბრკოლებების შექმნა და ა.შ”.
|
|
|
|
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებზე ლგბტქია+ ადამიანები თავს რელიგიურებად წარმოაჩენდნენ
|
|
|
|
დიმიტრი ხუნდაძე, ხალხის ძალა: “თქვენ ხედავთ აბსოლუტურად შეუსაბამო ქმედებებს, როდესაც პრაიდის წარმომადგენელი ლოცვითაა დაკავებული, მაგრამ დიდხანს ვერ ძლებს და გადადის პატრიარქის ლანძღვაზე. ეს ქმედება, რა თქმა უნდა, მოჩვენებითი, სანახაობრივი პერფორმანსის შინაარსით დატვირთული და ძირითადად რევოლუციის განვითარების მოტივით არის წარმოდგენილი“.
ზურა მახარაძე, ალტ-ინფოს წამყვანი: “ამ [ კანონის საწინააღმდეგო] აქციებს რო ჭკვიანი ხალხი მართავს, რაში ეტყობა, იცი… ყველა რო სანთლით დადგა, ლეზბიანკა რო დააყენეს და ქრისტე აღდგა მკვდრეთით რო ამღერეს… გასაგებია ეხლა, რო ვიღაც თბილისი პრაიდი რო უცებ გარელიგიურდა, ეგ ქრინჯია და გადამლაშება… ნინო ლომჯარია რო გახდა მართმადიდებელი, ეგ, რა თქმა უნდა, ანეკდოტია…მარა…ეგ სინამდვილეში არი იმისი მარკერი, რომ ვინც ამას აორგანიზებს, ის ნელ-ნელა ანეიტრალებს როგორი ზემოქმედების წერტილებს, იცი, რო ხო ამბობ, რო თბილისი პრაიდთან ერთად დგახარ, პიდარასტების გვერდზე დგახართ, რანაირი ქრისტიანები ხართ, იმათ აღდგომაზე აგერ ვერ დავანთეთ სანთელი? ეგეთ რაღაცებზე მუშაობენ მიზანმიმართულად…”
|
|
|
ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებები გამართლებულია
|
|
|
|
გიორგი ქარდავა, კონსერვატიული მოძრაობა: “გეი-პრაიდის [აკრძალვა], ისევე, როგორც ბავშვებს რომ პედოფილიას და რაღაც გენდერულ სიგიჟეებს ასწავლიან, იმდენად ღირებულია ჩვენთვის, რომ მაგისთვის ჩხუბი კი არა, შეიძლება, იარაღი ავიღოთ. ღიად ვიძახი და მაგას ღიად ვამბობ. მე რომ ხვალ დარწმუნებული ვიყო, რომ აქ ჩვეულებრივად პედოფილიურ გარემოს მომიწყობენ, როგორც გერმანიაში, მე იარაღს ავიღებ. მე თუ ჩავთვლი, რომ პოლიტიკური საშუალებებით ვერ მივაღწევ იმას, რომ ბავშვები, ჩემი ბავშვი დავიცვა, მე უკიდურეს ზომაზე წავალ”.
შოთა მარტინენკო, კონსერვატიული მოძრაობა: „უხეშად რომ ვთქვათ, აი, მაგალითად, გეი პრაიდის ჩატარება უნდა აღკვეთოთ და იქ პირობითად ვამბობ, იქ ვიღაცა გაილახა და „მე მგონი, თავისი თავი ცემეს“ მაგის ლაპარაკი თუ გიწევს, დარხეული გაქვს, რა.“
|
|
|
ლგბტ პროპაგანდა კანონით უნდა აიკრძალოს/კრიმინალიზებული უნდა იყოს
|
|
|
|
თამთა მეგრელიშვილი, ხალხის ძალა: “გამჭვირვალობის კანონი და ლგბტ პროპაგანდის შესახებ კანონპროექტი არის ღირსების აქტი, რომელსაც ბოლომდე დაიცავს სახელისუფლებო გუნდი და თითოეული ქართველი, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი კულტურა, იდენტობა და ტრადიცია”.
გიორგი ქარდავა, კონსერვატიული მოძრაობა: “ასეთ რაღაცეებს ქართველ ბავშვებს რომ უბედავენ, რომ ჩვეულებრივად ბიჭებს აცმევენ გოგოების ტანსაცმელს, ენაც კი ვერ მიბრუნდება, ისეთ რაღაცებზე გვიწევს საუბარი. ეს ყველაფერი არის ამ ხელისუფლების გაკეთებული, აბა, ვინ გააკეთა? ჩვენ რომ ვიყოთ ხელისუფლებაში, ვინმე ასეთ რაღაცას გაბედავს?... სიტყვითაც ვინც იტყვის, ციხიდან ვერ გამოვა, ციხეში დაამთავრებს სიცოცხლეს”.
|
|
|
“აგენტების კანონს” ლგბტქია+ ადამიანები აპროტესტებენ/კანონის მხარდამჭერებს აბულინგებენ
|
|
|
|
ვლადიმერ სალავიოვი, რუსი პროპაგანდისტი: „ეს[აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები] იგივე ხალხია, რომლებიც მხარს უჭერენ გეი პარადებს?... ანუ ესეც უღმერთო პიდარასტების შეკრებაა”?
ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი TV-ის წამყვანი: “მინდა, ეხლა სურათი ვანახოთ, ვინ დაესხა თავს [ელისო ბოლქვაძეს], ეს გახლავთ პოლიტიკოს ანა დოლიძის და, ჯინო დოლიძე და მისი ცოლი, თამუნა ჯინჭარაძე. ეს ლესბოსელი წყვილი დაესხა თავს ელისო ბოლქვაძეს და ეუბნებოდნენ, მონაო, ეს ლესბოსელები. ე.ი ამ ლეზბოსელებმა უნდა გადაწყვიტოს, საქართველოში რა უნდა იყოს, პიდარასტების და ლეზბოსელების გადასაწყვეტია ამ ქვეყანაში პოლიტიკური მომავალი საქართველოსი?! წადით, შვილო და კოცნეთ და პროშნეთ ერთმანეთი, სარი გითხრიათ ერთ ადგილას…”
მარშალპრესი, რედაქცია: „დეპუტატ ელისო ბოლქვაძეს აეროპორტში ქართველი ლესოსელები დაესივნენ და მოღალატე უწოდეს, რადგან მან ხმა მისცა კანონს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”.
|
|
|
ლგბტქია+ ადამიანები ხელს უშლიან რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას
|
|
|
|
დავით ზირაქიშვილი, კონსტიტუციის მეხუთე მუხლის დაცვის ლიგა: “აგენტები არიან ესენი, რომლებიც უცხო ქვეყნის სპეც. სამსახურების დავალებას ასრულებენ... თბება ურთიერთობები რუსეთთან და როდესაც ეს ლგბტ თემი ამის წინააღმდეგ გამოდის, ხელისუფლებამ უფრო მეტი ზომები უნდა მიიღოს და უნდა აღიკვეთოს”.
|
|
|
“ევროვიზია” ლგბტქია+ ადამიანების კონკურსია
|
|
|
|
გიორგი ახვლედიანი, წამყვანი: “ალბათ, დროა, ყველანი ერთად ჩამოვყალიბდეთ, გვჭირდება კი ჩვენ საერთოდ ისეთი მუსიკალური კონკურსი [ევროვიზია], რომელშიც ჯანმრთელი, ნიჭიერი და ლამაზი არავის სჭირდება?! სამაგიეროდ, იმარჯვებს პოლიტიკური ინტერესი, ტრანსგენდერიზმი და რაც მთავარია სატანიზმი”.
დიტო ჩუბინიძე, ასავალ-დასავალის ჟურნალისტი: „თანამედროვე გაუკუღმართებულმა მსოფლიომ მშვენიერ ნუცას, რომელიც ღვთივბოძებული ნიჭითა და მონაცემებით მსოფლიო კლასის მომღერალია, ვიღაც აყროლებული მამათმავალი, ქალის კაბაში გამოწყობილი ნემო ამჯობინა...“
|
|
|
|
ანტიდასავლური გზავნილების მთავარი თემა ევროპელი პოლიტიკოსების მიერ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სიტყვით გამოსვლა გახდა. ამ მხრივ, განსაკუთრებული დისკრედიტაციის სამიზნე ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი იყო, რომელმაც თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე მართლმადიდებელ ეკლესიასა და მმართველ გუნდს შორის კავშირი ახსენა. “ქართული ოცნებისა” და მასთან დაკავშირებული პრორუსული ძალების განცხადებებით, ევროპელ ლგბტქია+ მაღალჩინოსნებს მორალური უფლება არ აქვთ, საქართველოს ჭკუა ასწავლონ. დასავლეთი კვლავ წარმოჩინდებოდა ტრადიციულ იდენტობასა და ეკლესიასთან მებრძოლ ძალად, რომელიც თავს გვახვევს მიუღებელ ღირებულებებს, მის საპირწონედ კი რუსეთი იყო შემოთავაზებული.
|
|
|
ევროპის ლგბტქია+ მაღალჩინოსნებს არ აქვთ მორალური უფლება, ჭკუა გვასწავლონ
|
|
|
|
ბექა ოდიშარია, ქართული ოცნება: “...საკუთარი ადამიანური მორალისთვის, რომ ვერ მიუხედია ზოგ-ზოგიერთს და ვთხოვდი, საელჩოებს გადაუთარგმნონ და მათ, რომელთაც მე პირადად ვიცნობ, ჯერ თავისი საკუთარი მორალი გაასწორონ და ააწყონ სიმები და მერე ქართველი ხალხის მოძღვრაზე გადმოვიდნენ, იმ ხალხის მოძღვრაზე, რომლებიც გაჩდნენ, მათი მოძღვრების, მათი ერების დაბადებამდე, ვფიქრობ მინიმუმ სამი ათასი წლით ადრე.“
დიტო ჩუბინიძე, ასავალ-დასავალის ჟურნალისტი: “სტუმარს და მით უფრო, გარყვნილ მამათმავალს, არა აქვს მორალური უფლება, მასპინძელ ქვეყანაში ასე თავხედურად მოიქცეს! აღარაფერს ვამბობთ იმის შესახებ, რომ [მიხაილ] როთისნაირ გათხოვილ და ამორალურ ნაკაცარს საერთოდ არა აქვს მართლმადიდებლობასა და რელიგიაზე ლაპარაკის უფლება”!
სოსო შატბერაშვილი, მემარცხენე ალიანსი: ‘’ბუნდესტაგის დეპუტატი რომ გამოვიდა, გათხოვილი მამაკაცი და რომ განაცხადა, რომ ბნელეთში ხართო… მართლმადიდებლობა, თურმე, ყოფილა ბნელეთი და ერთი ძალიან მაინტერესებს, გერმანელი მამაკაცი რომ გათხოვდება, ის ნათელში იმყოფება თავის მეუღლესთასთან ერთად, მამაკაცთან ერთად ლოგინში რომ კოტრიალობს ბუნდესტაგის დეპუტატი ნათელში იმყოფება, ეს მოგვიწოდებს და ეს გვიკითხავს მორალს ეს გათხოვილი მამაკაცი…”
|
|
|
ევროპელი პოლიტიკოსები ებრძვიან მართლმადიდებლობას/ეკლესიას
|
|
|
|
საქართველოს საპატრიარქო: “მან [მიხაილ როთიმ] თავის განცხადებაში ბრძანა: „როგორ უნდა შექმნათ ნათელი მომავალი საქართველოსთვის ახალგაზრდა თაობის გარეშე?! მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიით, რომელიც მმართველი პარტიის ყველაზე მჭიდრო მოკავშირეა?!“ ეკლესია მუდმივად ცდილობს საზოგადოებაში დაპირისპირების აღმოფხვრას. მან კი ამ განცხადებით ეკლესია გამიჯნა ახალგაზრდობისა და ქვეყნის ნათელი მომავლისაგან. ეს არის ევროპული ქვეყნის სახელმწიფო მოხელისაგან სამწუხარო მცდელობა ეკლესიის სტიგმატიზაციისა და თანაც ასეთ რთულ ვითარებაში”.
შალვა პაპუაშვილი, ქართული ოცნება: “განცხადება, რომელიც მაიკლ როთისგან მოვისმინეთ, არის თავდასხმა ქართულ ეკლესიაზე. ეს არის ყველაზე სამწუხარო. იცით ჩემი განსაკუთრებული კავშირი გერმანულ დახმარებასთან საქართველოში. 30-წლიანი დახმარებას გერმანიისა საქართველოს მიმართ, ასე ერთი ხელის მოსმით წყალში ყრიან ასეთი ქარაფშუტა პოლიტიკოსები. საქართველოში როდესაც ჩამოდიან, თავს ესხმიან ქართულ ეკლესიას…”
ირაკლი ზარქუა, ქართული ოცნება: ”...[მიხაილ როთი], რომელიც ჩამოვიდა, პირდაპირ ჩვენს მართლმადიდებლ ეკლესიას დაუპირისპირდა უკვე და თქვა, რომ თურმე, რა უნდა ისწავლოს ახალგაზრდებმაო იმ პარტიისგან, რომელიც მართლმადიდებელ ეკლესიასთან არისო ბმაშიო… დამაინტერესა, რატომ დაუპირისპირდა მაინცდამაინც მართლმადიდებლობას და აღმოჩნდა, რომ ჯიგარი 2012 წელს აგერ, კაი ჯეელი, ხოშიანი ქორწილიც გადაუხდია და [გიორგი ფუტკარაძე, წამყვანი: გთხოვთ, ასეთ განცხადებებს მოვერიდოთ] ეს უნდა ითქვას, დამაკნინებლად არა, ასეთი ადამიანებისთვის მიუღებელია, ბუნებრივია, ჩვენი ეკლესიაც და მართლმადიდებლობაც.“
|
|
|
დასავლეთი ებრძვის ტრადიციულ იდენტობას/აფინანსებს ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ ბრძოლას
|
|
|
|
ირაკლი გოგავა, საქართველოს განვითარების ლაბორატორია: “ლიბერალური ევროპა საშიშია და საფრთხის ქვეშ აყენებს ყველა ერის იდენტობას, ტრადიციებს, კულტურას, სარწმუნოებას".
|
|
|
|
კახა კალაძე, ქართული ოცნება: “...შენ როდესაც ჩემი კეთილმოსურნე ხარ და გინდა ჩემი ქვეყნის განვითარება, წინსვლა, გინდა, რო დამიფინანსო მაგარი პროექტები, მე ამაში როგორ შეიძლება შეგეწინააღმდეგო? მაგრამ ერთი ხელით ამას აკეთებ და მეორე ხელით პოლარიზაციას, შუღლის გაღვივებას, სარწმუნოების წინააღმდეგ, ეკლესიის წინააღმდეგ, რაც ძვირფასია ჩვენთვის ყველაფერი იმის წინააღმდეგ აფინანსებ ამ ყველაფერს, ეს უკვე არც მეგობრობა არის, არც პარტნიორობა არის, შესაბამისად, ეს კანონი ჩვენ მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ საზოგადოებამ ყველაფერს დაარქვას თავისი სახელი, უნდა ვიცოდეთ ვინ არი მტერი და უნდა ვიცოდეთ ვინ არი ჩვენი ქვეყნის მოყვარე…’’
|
|
|
ევროპა საკუთარი ლიბერალური საემიგრაციო პოლიტიკის მსხვერპლია
|
|
|
|
გიორგი ქარდავა, კონსერვატიული მოძრაობა: “ამ ხალხს ხომ წარმოუდგენია, რომ ევროპაში არის უსაფრთხოება? ნებისმიერი მსხვილი ქალაქი, რომ აიღო ევროპის, აი, რავი ბერლინში შეიძლება ზანგებმა გაგაუპატიურონ, ქალბატონი თუ ხარ ცენტრალურ პარკში. ბირმინგემში ვიღაც პაკისტანელი ნარკოდილერები, რა ვიცი დაგბრიდავენ. ბირმინგემი საერთო პაკისტანი იქნება მალე, ისევე როგორც ინგლისი მალე პაკისტანი იქნება. სხვათა შორის, ერთ-ერთ ქალაქში მიგრანტებმა თავისი მერი აირჩიეს და მერე მიტინგი მოაწყვეს, ინგლისი უნდა ხალიფატად ვაქციოთო. ლიბერალურ დემოკრატიას ევროპა მიყავს ხალიფატამდე... სად მივდივართ, ეგ არ ვიცი”.
|
|
|
დასავლეთი თავს გვახვევს ჰომოსექსუალობას
|
|
|
|
გიორგი პავლოვი, დეკანოზი: „კაცობრიობის არნახული გარყვნა და მამათმავლობის მასობრივად გავრცელება ბოლო ჟამის ერთ-ერთი მთავარი ნიშანია. ყველაზე ამაზრზენი ის გახლავთ, რომ ამ სენის მხარდამჭერებად პლანეტის წამყვანი სახელმწიფოების მმართველები გვევლინებიან. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი ამაყობს კიდეც, რომ მის მთავრობაში მრავალი მამათმავალია! ანალოგიური სიტუაციაა ევროპაშიც, რომელსაც აღარაფერი შერჩა კონსერვატიული ტრადიციებისგან და რახანია, ყარს. ევროპელი ხელისუფლები არ სჯერდებიან გარყვნილების მორევში თავიანთ ჩართულობას და სიბინძურეს ჩვენს სამშობლოსაც ახვევენ თავს.“
|
|
|
“ევროვიზია” გარყვნილი ევროპის სახეა
|
|
|
|
ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი TV-ის წამყვანი: “დღეს ვერ ხედავთ, რა არი ევროპა? ევროვიზიაში, როცა კონკურსში იმარჯვებს მხოლოდ იმის გამო ადამიანი, რო გეი არი, თუ ტრანსგენდერი, აღარ ვიცი მაგათი სქესები და სექსები, მარტო იმის გამო, რო აჯილდოებენ ადამიანებს, რო იმნაირი არი, მარტო იმის გამო, რო იყვანენ სამსახურში…”
დავით ისაკაძე, დეკანოზი: „ევროვიზია აღარ არის მხოლოდ მუსიკალური ფესტივალი. მან პოლიტიკური ელფერი შეიძინა და თანამედროვე ევროპის სავიზიტო ბარათად იქცა. ევროპის დაისი მაშინ დაიწყო, როდესაც ღმერთი დაკარგეს, როცა ჭეშმარიტ სარწმუნოებას ზურგი აქციეს, როდესაც პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის საკურთხეველში მეძავი ქალი შეიყვანა.“
|
|
|
დასავლეთში პედოფილიის დეკრიმინალიზაცია/ნორმალიზება ხდება
|
|
|
|
ანი ნადირაშვილი, პოსტვ-ის ჟურნალისტი: “გერმანიაში, ევროპის სხვა ქვეყნებსა და ამერიკაში, ტენდენცია აშკარაა, სექსუალური ძალადობის შემთხვევები სულ უფრო იმატებს და სულ უფრო იკლებს მსხვერპლი გოგონებისა და ბიჭების ასაკი… როგორ პასუხობენ ამ პრობლემას დასავლეთში, მედია ცდილობს საზოგადოება თანხმობის ასაკის ჩამოწევაზე დაითანხმოს… გასაგებია, რომ ხდება პედოფილიის ლეგალიზება”.
შოთა მარტინენკო, კონსერვატიული მოძრაობა: “დასავლეთში ლიბერალიზაციის პროცესი გულისხმობს, რომ საბოლოო ჯამში, პედოფილიის მიმართ ტაბუების და რაღაცა სტიგმების გაუქმების მიმართულებითაც წავლენ. მაგაზე უკვე აქტიურად მსჯელობს იქაური ლიბერალური სივრცე და საბოლოო ჯამში, თუ ეხლა იქ ლიბერალიზმი არ გადაიხედა, პედოფილიის ნორმალიზაციამდე მივლენ”.
|
|
|
რუსეთი დასავლეთის საპირწონედ
|
|
|
|
ნიკოლოზ მჟავანაძე, სეზონი TV-ის წამყვანი: “...მე გეუბნებით თქვენ, რომ დღეს, რომ თქვენც საერთოდ ცოტა მოწოდების სიმაღლეზე იყოთ, თქვენი შვილები იქ კი არ უნდა გაგზავნოთ, დასავლეთში, რუსეთში უნდა გაგზავნოთ სასწავლებლად... ილია აკაკი, ჩვენი სხვა თერგდალეულების, სად სწავლობდნენ, სად იღებდნენ განათლებას მაინტერესებს... ე.ი. ერთმა მომიყვა იქ საერთო სასწავლებლებში ხომ არის საცხოვრებელი კორპუსები, პირველ სართულზე არის ტრანსგენდერები, მეორეზე გეები, მესამეზე, ლესბოსელები, მეოთხეზე, ჰეტერო სექსუალები... და მერე საღამოს გამოდიან ბიჭები, მოკლე კაბებითო რა? და მთელი ეს ევროპელი, ევროპული ქალაქების ქუჩები, ამ ელგებეტე დროშებით არის. რუსეთში თქვენ ამნაირს ვერსად ვერ ნახავთ...“
|
|
|
|
|
|